კიმ კარდაშიანი ამერიკული კანონმდებლობის წინაღმდეგ

ByPerreau MagazineGeorgia21 Nov, 2021
16
უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ კიმი მამამისის, რობ კარდაშიანის გზას მიჰყვება და სამართლის სისტემას შეისწავლის.
კიმმა სამართალზე სწავლა ოთხი შვილის დედობას, რეალითი შოუში მონაწილეობას და უდიდეს ბიზნეს კარიერას შეუთავსა.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის თავის გავლენებს და ფულს იყენებს, რომ ციხეში უსამართლოდ მყოფ ადამიენბს დაეხმაროს.  პირველი საიმიჯო ქეისი 2018 წელში შედგა, როდესაც კიმმა 64 წლის ქალი Alice Marie Johnson- დაიხსნა სამუდამო პატიმრობისგან. ცნობილია, რომ ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად რეალითი შოუს ვარკვლავი ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პირადად შეხვდა.
მისი კარიერა გრძელდება
რამდენიმე დღის წინ კიმი Julius Jones-ის მხარდასაჭერად გამოვიდა და ოკლაფომის გუბერნატორ Kevin Stitt-ს მოუწოდა პატიმრის სიცოცხლის დანდობა. ჯონსის სიკვდილით დასჯა ხუთშაბათს იგეგმება. 41 წლის Julius Jones-მა სიცოცხლის ნახევარზე მეტი ციხეში გაატარა, მას შემდეგ რაც ბიზნესმენ პოლ ჰოუელის მკვლელობაში გაასამართლეს. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო და როგორც თავად ამტკიცებს დანაშაული მას არ ჩაუდენია
კარდაშიანმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჯონსის დედას უარი უთხრეს ოკლაჰომას გუბერნატორ კევინ სტიტთან 11-საათიან შეხვედრაზე. ეს შეხვედრა იყო უკანასკნელი შანსი სიკვდილით დასჯის შეჩერებისა.
„ეს არის სიკვდილით დასჯის ცივი მექანიზმი“, წერს კარდაშიანი „Twitter“-ზე , „უდანაშაულო ადამიანი არ შეიძლება სიკვდილით დასაჯონ. გული მწყდება Julius-ზე  და ყველა იმ ადამიანზე, ვინც განიცადა მართლმსაჯულების ასეთი ტრაგიკული შეცდომა“.
1 ნოემბერს, ოკლაჰომას „შეწყალებისა და პირობით გათავისუფლების საბჭომ“ დაუჭირა მხარი, იმ მოსაზრემას, რომლის თანახმადაც  გუბერნატორმა სტიტმა უნდა გამოსცენ შეწყალება ჯონსისთვის, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯის ნაცვლად ის სამუდამო პატიმრობას მოიხდის.
ამის მიუხედავად სიკვდილის დასჯა მაინც არ გაუქმებულა.
„Change.org“-ის პეტიციას ამჟამად აქვს 6, 5 მილიონი ხელმოწერა, რომელიც სთხოვს ოაკლაჰომას გუბერნატორს, შეწყვიტოს აღსრულება.
ByPerreau MagazineGeorgia21 Nov, 2021
16