13 ივნისს, 20:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე, ზუბლაშვილების 23ში, წარმოგიდგენთ, ვიმ ვენდერსის ფილმს- "პარიზი, ტეხასი"
ვიმ ვენდერსის "პარიზი, ტეხასი" უდაბნოში მოხეტიალე, ჰარი დინ სტენტონის ჩვენებით იწყება. მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში დაკარგულ ტრევისს მისივე ძმა იპოვის, იწყება მისი მოგზაურობა ცოლის მოსაძებნად. "პარიზი, ტეხასი" არის ფილმი ხეტიალზე, შინაგან შფოთვაზე, საზიარო ოცნებებზე, დაპირებასა და ღალატზე, რომელიც ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმთა რიცხვში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანია.
ხანგრძლივობა: 2სთ 27 წთ. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
დასწრების ღირებულება: 5 ლარი.
თრეილერი:
Paris, Texas (1984)