27 ივნისს, 19:00 და 21:00 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, გაიმართება, მილოშ ფორმანის ფილმების ჩვენება.
ფილმები: "შავი პეტრე", "ქერა ქალის სიყვარული".
"მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა" - cinexpress-ის და ჩეხეთის ცენტრი თბილისის ერთობლივი პროექტია, რომელიც მოიცავს რეჟისორის ადრეულ შემოქმედებას, კერძოდ ჩეხური პერიოდის ფილმებს - "შავი პეტრე" (1963), "ქერა ქალის სიყვარული" (1965), "მეხანძრეების მეჯლისი" (1967), რომელიც ფორმანმა 1960-იან წლებში, ჩეხოსლოვაკური ახალი ტალღის (1963 – 1968) ფარგლებში გადაიღო.
"შავი პეტრე" (Black Peter)
ახალგაზრდა ბიჭი, პეტრე, მაღაზიაში იწყებს მუშაობას. უფროსი მუდმივად აძლევს მკაცრ მითითებს, ხოლო მამა უსარგებლოდ აგრძნობინებს თავს.
რეჟისორი: მილოშ ფორმანი
ხანგრძლივობა: 1 საათი, 25 წუთი.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დრო: 27 ივნისი, 19:00 საათი.
"ქერა ქალის სიყვარული" (Loves of a Blonde)
ანდულა ჩეხი გოგონაა ინდუსტრიული ქალაქიდან, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს სიყვარულს და ხვდება მილდას, პრაღიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მუსიკოსს.
რეჟისორი: მილოშ ფორმანი
ხანგრძლივობა: 1 საათი, 28 წუთი.
გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დრო: 27 ივნისი, 21:00 საათი.
კინოჩვენებამდე ისაუბრებენ და დისკუსიას გაუძღვებიან პროგრამის კურატორები, ლიკა გლურჯიძე და ალექსანდრე გაბელია.
დასწრება თავისუფალია.
მწვანე სხივი
27 ივნისს, 20:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე ზუბლაშვილების 23-ში, წარმოგიდგენთ, ერიკ რომერის- "მწვანე სხივი"
"ცხელი, ხშირად დაუგეგმავი, ცარიელი ზაფხულის დღეები, ბუნებრივი განათება, გრძელი, ნატურალისტური დიალოგები, მარტოობა და ბავშვური ცრურწმენები..."
რეჟისორი: ერიკ რომერი.
ხანგრძლივობა: 98 წუთი.
ენა: ქართული.
დრო: 27 ივნისი, 20:00 საათი.
დასწრება 5 ლარი.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.