კლიმატის აქტივისტების მორიგი დემონსტრაციული პროტესტი - ედგარ დეგას ქანდაკებაზე თავდასხმა

9
გასულ წელს კლიმატის აქტივიზტები მსოფლიოს მასშტაბით არა ერთ ფერწერულ მემკვიდრეობას დაესხნენ თავს. მათ შორის იყო კლოდ მონეს, ვან გოგის და მსგავსი მასშტაბის მხატვრების ნამუშევრები. ეს საპროტესტო ნაკადი შეუჩერებლად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ევროპის სხვადახვა ქალაქების სხვადახვა მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებში, ისეთებში როგორიც არის, უფიზის გალერეა, ბრიტანეთის სამეფო აკადემია, ვატიკანი და ა.შ.
ამჯერად საპროტესტო მოძრაობა ევროპას გასცდა და ამერიკაში, ვაშინგტონის ეროვნული ხელოვნების მუზეუმში, გადაინაცვლა. ორი კლიმატის აქტივისტი თავს ედგარ დეგას ქანდაკებას დაესხა. ნამუშევრის სახელწოდებაა "Little Dancer Aged Fourteen" და ის 1879–1881 წლებით თარირდება. 
თავდასხმაში მონაწილეებმა პრესასთან მიცემულ ინტერვიუებში ამერიკის პრეზიდენტი და მთავრობა გააკრიტიკეს: "ჩვენმა ლიდერებმა სერიოზული ზომები უნდა მიიღონ და გაგვიზიარონ სიმართლე, რაც ხდება კლიმატთან დაკავშირებული პრობლემის გარშემო".
გასული წლის კადრები: 
9