როგორც წესი, წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წვეულებამდე/გამოფენამდე ღონისძიების თემატიკას, კოსტიუმების ინსტიტუტი რამდენიმე თვით ადრე ადასტურებს.
Met Gala ყოველწლიურად მაისის პირველ როშაბათს იმართება.
Met 2023-ი ლეგენდარული დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის შემოქმედებას მიეძღვნა - "კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი". რაც შეეხება წლევანდელ თემას, ის ოფიციალურად გუშინ გამოქვეყნდა.
"მძინარე სილამაზეები: მოდის ხელახალი გამოღვიძება" - ასეთია სათაური. კონცეფცია ყურადღებას ამახვილებს ლეგენდარულ არქივებზე, რომლებიც არა საარქივო ტანსაცმელი, არამედ სამუზეუმო ექსპონატებადაა ქცეული. საუბარია ისეთ საკულტო კაბებზე, როგორიცაა მაგალითად Dior-ის ფარფლებიანი კაბა - "Junon".
მსგავსი შედევრები ტარებას აღარ ექვემდებარება.
თავად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 15 ისტორიულად მნიშვნელოვანი კოსტიუმი 400 წლიანი ისტორიიდან, შექმნილი ისეთი დიზაინერების მიერ, როგორებიც იყვნენ სკიაპარელი, კრისტიან დიორი, ალექსანდ მაკქუინი, სტელა მაკარტნი...
2024 წლის გალა 6 მაისს არის ჩანიშნული.