კულტურის სახლში, ხატვის წრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართა

6
ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის - ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში,   ხატვის წრის მოსწავლეების ნახატების  გამოფენა გაიმართა.
, , ხატვის წრის ხელმძღვანელმა, უაღრესად მოწესრიგებულმა პედაგოგმა და ნიჭიერმა ხელოვანმა, თავმდაბალმა და მორიდებულმა ადამიანმა, მანუჩარ ჩხაპელიამ შემოგვთავაზა მოგვეწყო ბავშვების ნახატების მოკრძალებული გამოფენა მხოლოდ მათი მშობლებისა და კულტსახლის გუნდისთვის წარსადგენად. ნამდვილად ვინანეთ, რომ ეს გამოფენა უფრო მასშტაბური და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არ გავხადეთ, რადგან ის, რაც გუშინ კულტურის სახლის დიდ ფოიეში ბავშვებმა და მათმა პედაგოგმა წარმოადგინეს, ჩვენი პატარების ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოფენიდან რამდენიმე ნამუშევარი პრესტიჟულ ვერნისაჟებსაც დაამშვენებდა. დარწმუნებული ვართ, რომ ამის დროც მოვა...
კულტურის სახლის ადმინისტრაცია და გუნდი დიდ მადლობას უხდის ბატონ მანუჩარს დაუღალავი შრომით მიღწეული ასეთი შედეგისათვის, ბავშვების მშობლებს კი მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. რაც მთავარია, მადლობას ვუხდით და წარმატებულ შემოქმედებით მომავალს ვუსურვებთ ჩვენს უნიჭიერეს და ულამაზეს პატარებს!''- ნათქვამია ინფორმაციაში.
 (R)
6