კლასიკური პასკის მომზადების წესი

8
"სველი და მძიმე პასკა" ალბათ ისაა, რაც სააღდგომო დღესასწაულს ასმგად საყვარელს ხდის. წელიწადის ამ დროს, თითქმის ყველა ოჯახი, ტრადიციას არ არღვევს და კლასიკურ ქრისტიანულ ატრიბუტს, ანუ პასკას ამზადებს. 
გიზიარებთ რეცეპტს: 
დაგჭირდებათ:
✔10 კვერცხი
✔1.2 კგ შაქარი
✔3 კგ ფქვილი
✔მშრალი საფუარი (დიდი შეკვრის 1/2-ზე ცოტა მეტი)
✔1 ლიტრი რძე
✔250 გრამი მარგარინი
✔250 გრამი კარაქი
✔1 ჭიქა ზეთი
✔300 გრამი შავი ქიშმიში
✔ცუკატები სურვილის მიხედვით
მომზადების პროცესი:
ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს.
მეორე ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.
ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ (ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან გააკეტეთ გოგლიმოგლი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.
გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.
ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის (ღამე ჩაზელვა არ ჭირდება).
დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინი, ნუ დაუმატებთ.
აიღებთ ფორმებს, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.
ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე (ცხობისას 2-ჯერ იზრდება).
ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.
1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, მე მინანქარს ვასხამ, ისე უყველაფროდ მომწონს.
ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს.
8