ლიზი შონია - საინიციატივო ჯგუფ ,,INFINITY" ს ლიდერი, მრჩეველი ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვაში

1
,,წელს არჩევნებზე წასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი უფლებებისა და შეხედულებების გამოხატვის საშუალება, არამედ პასუხისმგებლობაც იმ მომავლის მიმართ, რომელსაც ვირჩევთ. თითოეული ხმა არის ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.
არჩევნები დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. მისი მეშვეობით ვირჩევთ იმ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ჩვენი საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, სამართლიანობის დაცვაზე და განვითარების გზაზე. არჩევნებში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი მოსაზრებები, პრიორიტეტები და სურვილები გავაჟღეროთ და დავიცვათ ის ღირებულებები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
დღეს, როცა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დგას დემოკრატიული გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ აქტიურობა და ჩავერთოთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში. არჩევნებზე არმისვლა კი, ფაქტობრივად, ნიშნავს ჩვენი ხმის დაკარგვას და გადაწყვეტილების სხვებისთვის მინდობას.
წადით არჩევნებზე, მიეცით თქვენს ხმას შანსი იყოს ცვლილების საწყისი. ერთად შევქმნათ მომავალი, რომელიც ჩვენ გვინდა!" 
ლიზი შონია - საინიციატივო ჯგუფ , , INFINITY" ს ლიდერი, მრჩეველი ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვაში
1