გამოგიგონე, გამოგძერწე ჩემივე ფიქრით.სივრცეში გაშლილ ოცნებებითშეგმოსე ჩუმად.ყელზე მოხვეულ ჩემს სიყვარულსროცა მოიხსნი, ნუ გადააგდებ, მოხვიდე და მე მომცე უნდა.რამხელა ცაა.ჩვენ კი მაინც ვერ დავეტიეთ.ალბათ არ გინდა, თორემ გრძნობებს რად უნდათ სივრცე.ამდენი ფიქრითაირევა ერთხელაც გზები.დუმილით ნათქვამ სიტყვებსვეღარ გაიგებ მერე.შეშლილი გულისსურვილები დარჩება ობლად.ნეტავ იცოდერა სითბოა ამ ლექსის იქით.რას იტყვი, როცაგულთან მიგრძნობიისფერ ფეთქვად?რას იტყვი, როცაყოველ ღამეშენს ჩრდილად ვივლი?***
დაგაგვიანდა.
აღარა ვარ თითქოს ისეთი,
მზე რომ უყვარდა,
გათენება დილის მოლურჯო.
შემომეცალა ემოცია უკვე სამღერი
და აღარც სითბო აღარ დამრჩა მგონი
საშენო.
დავიწყებული მისამართი...
ვკარგავ შეგრძნებებს.
აღარ ვწერ,
აღარ გელოდები,
აღარ ვოცნებობ.
წაქცეულ ბავშვის ტირილი მაქვს.
ახლა ისეთი
რამე მჭირდება
ავმღერდე და
კვლავ აგაშენო.
გაფერმკრთალებულ დღეებს უკვე ვერ შველის ფიქრი.
სწრაფად მიმოქრის იმედების ქარი
უფერო.
ცეკვავს ტკივილი.
ზეიმია ახლა ცრემლების.
და არც კი ვივი
საკუთარ თავს როგორ ვუშველო.
ისევ ამოდის მთვარე
თითქოს
შენი ფანჯრიდან.
თითქოს სვეტებიც წაქცეულა თავშეკავების.
მაინც მეძახის მონატრება,
მაგრამ რა გიყო.
დაგაგვიანდა...
აღარა ვარ ისევ ისეთი.
***
არ გინდა.ნაბიჯებს ნუ მითვლი.დრო გადისდა მაინც სუსტი ვარ.ნუ მიძღვნი ხელოვნურ ყვავილებს.ხელოვნურსჩემს თავსაც ვერ ვიტან.ვთამაშობგულგრილს და უსისხლოს.ხანდახანსასტიკი ქალი ვარ.არ გინდა, ნაბიჯებს ნუ მითვლი.ისედაც შეშლილი დავდივარ.გამიშვი, ფურცლებზე ვიბნევი, ყოველ დღე, ლექსად თუ ფრაზებად.ოდესღაც მხედავდი ბედნიერს, სიცოცხლით სავსეს და თავნებას.არ გინდა, სიყვარულს ნუ იმჩნევ, მეც უკვე სიცივეს ვეჩვევი.თუ ჩემი სიცოცხლე არ მეყო, სიკვდილის მერე ხომ შეგხვდები, გეტყვი რომუშენოდ მკვდარი ვარ.ქალი ვარ უსისხლო ვენებით.თვითონ ვკლავ ყველაფერს ლამაზს დარამდენჯერ გავაგდე ვნებები.არ გინდა, ნუ მითვლი ნაბიჯებს.იმედით ნუ მიცქერნიღბიანს...ოდესღაც მიცნობდი ბედნიერს.ოდესღაც მიყვარდი იღბლიანს.
***
და სანამ ისევ ცოცხალი ვარ , მომეცი ხელი.ვინ იცის, იქნებ ამ საღამოს ბოლოჯერ ვსუნთქავ.შემინდე ყველა ტკივილი და უმიზნო ცრემლი.შემინდე ზოგჯერ გულგრილი და სასტიკი თუ ვარ.იცი, რომ თუ კი გამოჩნდები ჩემს ახლოს სადმე, ფეხებთან დაყრილ გაცრუებულ იმედებს ნახავ.საკუთარ სხეულს თუ ამ წუთას რაიმე ვავნე, იქ, წლების მერე, სხვა ცხოვრების შემდეგაც გნახავ.
***
მომხვიე ხელი და გპირდები , ვივიწყებ წყენას.გაბუტულ თვალებს კვლავ დასცდებათ საშენო სითბო.გეტყვი რომ თეთრად გათენებულ ღამეს გავს ფიქრი, ფიქრი რომელიც თავისთვის სულ არაფერს ითხოვს.გარდა ერთისა - მოხვიდე და მომხვიო ხელი.გულს ჩაკრულს მინდა სიყვარული თავიდან მითხრა.თუ გელი, მაინც მომლოდინე ხელებით გაწვდიოცნებით სავსე უსასრულო სიცილთა შეკვრას... ..
****
აცივდა.დეკემბერს სჩვევია ქარბუქი.უხდება ჩემს სარკმელს ყინვა და სიცივე.ამდენი წელია ვხატავ და ვერაფრითშევნიღბე უტიფარ ფიქრების სიშიშვლე.ერთხელაც ღრუბლებზე გაწოლილ მოლოდინს, ხელს თუ კი შევაწვდენ, ვიტყვი რომ მშვიდი ვარ.დრო მიდის მდუმარე ნატვრების თანხლებითდა მაინც ყველაზე პატარა დიდი ვარ.***
ჩემი სხეული - შენი სურვილების სასაფლაო. შენი სხეული - ჩემი გრძნობების გილიოტინა. შენ გამიმეტებ სხვა ვნებების სასაკლაოსთვის, მოხვალ ჯვარცმით და აღდგომისთვის კოცნას მომიტან. ვნების კვირაში დაქცეული სისხლი ვიქნები, ყველა ცოდვით და ისტერიით დამარცხებული... თუ სიყვარული სიგიჟემდე არ შეგიძლია, ნუ დაბრუნდები.