ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ დასრულდა

3
წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ დასრულდა.
ფესტივალი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები, დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოების წინაშე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, გიორგი არქანია და ზვიად კვარაცხელია წარსდგნენ, რომლებმაც "ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე" არსებულ თემატურ საკითხებზე ისაუბრეს და ამ თემაზე არსებული თანამედროვე ლიტერატურა წარადგინეს.
ასევე სხვადასხვა პროზაული თარგმანები წარადგინეს დალილა გოგიამ, მაია ბადრიძემ და რუსუდან კობახიძემ.
თავიანთი ლიტერატურული კრებულებით ნიკა ლაშხია, ირაკლი კაკაბაძე, ლაშა მარგიანი და ნიკა ჩერქეზიშვილი წარსდგნენ.
შემაჯამებელი დღის ბოლოს, დამსწრეთ სიტყვით მიმართა პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ფესტივალში მონაწილეთ , ორგანიზატორებს, საზოგადოების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
(R)
3