ლოტოსი (Nelumbo) – ბალახოვანი, მრავალწლიანი წყლისა და ხმელეთის ყვავილია, სქელი ძირით, რომელშიც იმარაგებს მკვებავ ნივთიერებებს. მისი ყვავილი იცვლის მდგომარეობას მზესთან ერთად. ინდოეთსა და ჩინეთში ლოტოსი ითვლება წმინდა მცენარედ. ცნობილია ლოტოსის ორი სახეობა, ლოტოსი რომელიც იზრდება ზომიერ სარტყელში და ლოტოსი, რომელიც ხარობს ტროპიკულ სარტყელში.
ინდური ლოტოსი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინებზე), ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში, ასევე ამურის აუზში, კავკასიის მიდაოებში.
ყვითელი ლოტოსი (N. lutea) გვხვდება ჩრდილიო და სამხრეთ ამერიკაში.
ლოტოსის წყლის ზედაპირზე მყოფი ფოთლები მსხვილია (50-70 სმ დიამეტრის). ისინი არ სველდება წყალში, რადგან დაფარულია ცვილისებრი ნივთიერებით. მისი ჰაეროვანი ყვავილიც მსხვილია (30 სმ-მდე დიამეტრის) მრავალრიცხოვანი ფურცლებით. ლოტოსის ნაყოფი კონუსის ფორმისაა და სავსეა თესლით (ნაყოფში ვითარდება 40- მდე თესლი). ის მრავლდება თესლით ან ფესვით და ყვავილობას იწყებს 5-6 წელიწადში.
ლოტოსის ყველა ნაწილი შეიცავს ვიტამინ C-ს და კაუჩუკს. მისი ფოთლის ღეროები და ღივები შეიცავს მომწამლველ ნივთიერებას ნელუმბინს. ლოტოსის თესლები და ფესვები გამოიყენება საკვებად როგორც ადამიანებისთვის, ასევე შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის.
ლოტოსის ფესვი მოგვაგონებს ბანანს, ხოლო თესლი-პატარა ყუთს შიგნით მარცვლებით.
ფესვით გამრავლების დადებითი მხარეებია:
შედეგს ვიღებთ სწრაფად. დარგვიდან უკვე მეორე წელს კარგი მოვლის პირობებში, ის მოგვცემს რამდენიმე ყვავილს. მაგრამ ამისთვის საჭიროა დავრგათ უკვე მომწიფებული, შვიდ წლიანი ლოტოსი. 3-4 წლის ლოტოსი ხარობს უფრო კარგად, მაგრამ ყვავის გვიან.
ლოტოსის ფესვით გამრავლების უარყოფითი მხარეებია:
მოითხოვს ბევრ შრომას: 10ცალი გადარგვისათვის ვარგისი ფესვის მოსაძებნად, ლოტოსით სავსე საკმაოდ დიდი ტერიტორიის გადათხრაა საჭირო. ამის გაკეთება უკეთესია გამოცდილ სპეციალისტთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დააზიანოთ ყვავილი.
თესლით ლოტოსის გამრავლების თავისებურებები: თესლი თავდაპირველად უნდა ჩავდოთ წყლით სავსე 1 ლიტრიან ბოთლში. ყლორტი შეიძლება გაჩნდეს უკვე მესამე დღეს და ყოველდღიურად მოიმატოს 5 სანტიმეტრი. მათი გადარგვა ბევრად ადვილია ვიდრე უკვე ზრდასრულის. უბრალოთ ჩავაგდოთ ტბაში. თუმცა ხარობენ უფრო რთულად. უკეთესი შედეგისთვის ჯობია გამოვიყენოთ ერთდროულად, როგორც თესლით ასევე ფესვით გამრავლების მეთოდი.