დედამიწასთან უახლოესი სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრავი მაგნეტიზებული გროვა ყოველ 76 წუთში ჩვენკენ რადიაციას გამოიტყორცნის.
შავ ხვრელთან მოძრაობა ნიშნავს, რომ გროვა წარმოუდგენელი სიჩქარით, სინათლის სიჩქარის მხოლოდ მესამედზე ნაკლებით გადაადგილდება 🤯
• როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც Sagittarius A* დავარქვით.
იგი იწონის 4.3 მილიონი მზის ექვივალენტ წონას.
ვიცით, რომ მის გარშემო ვარსკვლავთა ჯგუფი ბრუნავს, ხოლო ახალი მტკიცებულებები გვეუბნებიან, რომ მის ირგვლივ კიდევ უფრო სწრაფად ბრუნავს რაღაცა: მაგნეტიზებული მატერიის გროვა.
IFLScience-ს თანახმად, უახლესი მონაცემები გამა-გამოსხივების ჯერ არ შეფასებული ანალიზიდან გვაქვს.
მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია და არც მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა დააყოვნეს მათი გამოყენება გამოტყორცნების გრაფიკის შესაქმნელად.
2022 წლის ივნისიდან 2022 წლის დეკემბრამდე დაკვირვების პერიოდში, ჯგუფმა დაასკვნა, რომ განმეორებითი გამოტყორცნები ყოველ 76.32 წუთში ხდებოდა.
Sagittarius A*-ს რადიუსი არის 12 მილიონი კილომეტრი და ეს გროვა, სავარაუდოდ, საკმაოდ ახლოს იქნება მასთან.
ორბიტალური მანძილის ერთ საათში დასაფარად, გროვადან წამოსულმა რადიაციის ნაკადმა უნდა იმოგზაუროს სინათლის სიჩქარის 30 პროცენტით, რაც მართლაც შთამბეჭდავია.
მაგრამ, მხოლოდ რადიო და გამა-გამოსხივება არ შეგვინიშნავს.
ასევე, არის რენტგენული გამოსხივება შავი ხვრელის ირგვლივ, მაგრამ იგი მეორდება ყოველ 149 წუთში, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია გამა და რადიო გამოსხივების ინტერვალზე.
მკვლევრები თვლიან, რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
» „რენტგენულისა და გამა სხივების მრავალტალღოვანი პერიოდულობის თანხვედრა მიუთითებს ერთ ფიზიკურ მექანიზმზე, რომელიც მათ აწარმოებს“, - წერს ჯგუფი ნაშრომში.
მიჩნეულია, რომ გროვა მაგნეტიზებულია, რაც გვაძლევს წარმოდგენას სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო არსებულ მაგნიტურ ველზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელი აქტიურად არ იკვებება მატერიით, როგორც სხვა სუპერმასიური შავი ხვრელები, მას მაინც აქვს მატერიის დისკო მის ირგვლივ - და გროვადან მომდინარე გამოსხივება გვეუბნება, რომ დისკო საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს შავი ხვრელის გარშემო.