ილიას წერილი შეხვედრის შესახებ:
, , გუშინდელი დღე დიდებული რამ იყო, მაგრამ უცნაური ის არის, რა ბევრის თქმა გვინდოდა და რა ცოტა ვილაპარაკეთ. არ იქნება ერთხელაც შევხვდეთ? გინდაც შევხვდეთ, ერთმანეთს ალბათ ისევ ვერაფერს ვეტყვით… მომიტევე, თუ შეგიძლია. ჩემს მაგივრად აკოცე შენ თავს…“
, , …ჩემო ანგელოზო! რატომ ღელავ ჩემო მეგობარო? რისი უნდა გვეშინოდეს? სიტყვას ვაძლევ ჩემს ოლიკოს, რომ მის თავს ვერვინ წამართმევს…”
, , …შენი ჭირიმე ოლიკოჯან, შემატყობინე, რა გაწუხებს? სატირალი და საწუხარი რა გვაქვს მე და შენ? შენ გეთაყვანე, ყველაფერი მომწერე ამაღამვე…”
, , …დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით – სიყვარულით…”
ერთი სულისთქმით დაწერილი სამიჯნურო ბარათები, ასევე ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მთელი სიცოცხლის მანძილზე წერდა ილია თავის ძვირფას მეუღლეს წერილებს, რომელთა უმეტესობა შემონახულია. ამ წერილებით არა მხოლოდ კეთილშობილი ცოლ-ქმრის სათნო, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ ურთიერთობას ვეცნობით, არამედ ამ გაყვითლებულ ფურცლებზე მთელი ეპოქა იხატება.
როცა მწერალიმოკლეს, სამოცდაათს მიღწეულ ოლღა გურამიშვილს ქმრის წერილები თან ჰქონია.გამწარებული ქალი მკვლელებს უყვიროდა:, , ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო!ეს ქვეყანას სჭირდება!'' და ქმარს მკერდით ეფარებოდა
ამბობენ, თითქმის ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე და ილიას საფლავზე წვებოდაო.....
ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა.მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო.საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა:-სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო.არავინ იცოდა, რომე ეს ოლღა იყო.
ილიას სიკვდილის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: - ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო.