მარგო რობი ამერიკული Vogue-ის გარეკანზე

ByPerreau MagazineGeorgia 24 May
8
"ცოტა სულელურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სანამ პროექტს გავეცნობოდი არასდროს მდომებია ბარბის როლის შესრულება" - მარგო რობი. 
რამდენიმე საათის წინ, ამერიკულმა Vogue-მა 2023 წლის ზაფხულის ნომერი წარადგინა, რომლის გარეკანის ვარსკვლავი, გრეტა გერვინგის ახალი ფილმის - "Barbie"-ის მთავარი როლის შემსრულებელი, მარგო რობია. 
ავსტრალიელი მსახიობი მკითხველს მის დამოკიდებულებას უზიარებს პერსონაჟის შესახებ. მარგოს თქმით ბარბის სამყარო ძალიან შორს იყო მისგან, სანამ ამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდა. 
Vogue-ის სურათების ესტეტიკა ზემოდხსენებული საკულტო გმირისთვისაა სახასიათო. 
"Barbie"-იმ მიმდინარე წლის განმავლობაში საოცარი გამოხმაურება დაიმსახურა, გადაღებებიდან გავრცელებული ფოტოები, მსახიობთა შემადგენლობა, სტანდარტებიდან ამოვარდილი სცენარი და ზოგადად ყველაფერი დღემდე დიდ ინტერესს იწვეევს საზოგადოებაში. 
სიუჟეტის ორიგინალური ვერსია 1959 წელს გამოვიდა, რომელიც  ნოა ბაუჩმანს ეკუთვნოდა. ფილმის რეჟისორი გრეტა გერვინგი და ბაუჩმანი ათწლეულების შემდეგ გაერთიანდნენ ამ ნამუშევრის შესაქმნელად.
'Barbie'-ის პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგება. 
ვარსკვლავურ მსახიობებს შორის არიან რაიან გოსლინგი, უილ ფერელი, ისა რეი, კეიტ მაკკინონი, სიმუ ლიუ, მაიკლ სერა, ამერიკა ფერერა, ნკუტი გატვა, ზურმუხტი ფენელი, რეა პერლმანი და კინგსლი ბენ-ადირი. 
ფოტოებზე მოდის ფოტოგრაფმა, ეთან ჯეიმს გრინმა იმუშავა: 
ByPerreau MagazineGeorgia 24 May
8