მარკეტინგისა და ბრენდინგის ვორკშოპი ქალი მეწარმეებისთვის

5
25-26 აპრილს 4B-ში "საქართველოს ბანკის" ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის მარკეტინგისა და ბრენდინგის ვორკშოპი ჩატარდება.
შეხვედრებს მარკეტინგული სააგენო Mindset-ის დამფუძნებელი და მმართველი ნინო კვაჭანტირაძე გაუძღვება და თქვენთან ერთად მიმოიხილავს შემდეგ თემებს − მარკეტინგის საბაზისო საფეხურები და ინსტრუმენტები, ბაზრის შესწავლა, ბრენდინგი, სტრატეგიული დაგეგმვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და სხვ.
ვორკშოპზე ასევე შესაძლებელი იქნება ბაზარზე რეალურად არსებული ბიზნესქეისების დეტალური განხილვა, ანუ შეხვედრა ითვალისწინებს როგორც ინტერაქციულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. 
სარეგისტრაციო ბმული: https://go.bog.ge/44bHLND
5