მარკ ჯეიკობსი ამერიკული VOGUE-ის დროებით რედაქტორად

8
ამერიკული ვოგის ლეგენდარული რედაქტორის, ანა ვინტურის კარიერაში პირველად, ჟურნალის დეკმებრის გამოცემაზე რედაქტორის ამპლუაში დიზაინერმა, მარკ ჯეიკობსმა იმუშავა. 
თანამედროვე მოდის მთავარი ფიგურის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მალევე მოხვდა ცნობილი მედია არხების ჰედლაინებში, როგორც სიახლე, რომელსაც არავინ ვინტურისგან არ ელოდა.
"The New York Times"-ის ცნობით, ანა ვინტურმა ჯეიკობსს თანამშრომლობა ნიუ-იორკის პოპულარული რესტორნის, Balthazar-ის გახსნის ღონისძიებაზე შესთავაზა. იდეის ინსპირაცია კი ფრანგული Vogue-ის წინა გამოცემიდან ჰქონდა, რომელზეც მთავარ რედაქტორთან ერთად ინგლისელმა მხატვარმა, დევიდ ჰოკნიმ იმუშავა. 
მარკ ჯეიკობს, მოდაში ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, რედაქტორობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, მიუხედავად ამისა დიზაინერი გამოწვევას მაინც სიხარულით დათანხმდა - "ყველაზე მეტად ვინანებდი, რომ ამ წინადადებას არ დავთანხმებულიყავი" - განაცხადა ჯეიკობსმა. 
მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა არტისტისთვის, თუმცა ვინტურის დახმარებით ჟურნალი ლეგენდარული ნომერი გამოიცა. მის ყდაზე ამერიკელი მოდელი, კაია გერბერი ფიგურირებს. "The New York Times"-ის ცნობით მარკმა ყდაზე გამოჩენა ანა ვინტურს შესთავაზა, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღო. 
გთავაზობთ editorial ფოტოებს დეკემრბრის ნომრიდან, რომლებას ძალიან კარგად ეტყობა მარკ ჯეიკობსის შემოქმედებითი ხედვა და სახასიათო სტილი: 
8