მას 24 წელი შეუსრულდებოდა...

7
რამდენიმე საათში გააქტიურდება Facebook-ის ალგორითმი და ამცნობს საზოგადოებას - "It's Nico Kvaratskhelia's birthday today. Wish him well." 12 აგვისტოს, მას 24 წელი შეუსრულდებოდა და ის მადლობას შესწირავდა უფალს ნაბოძები სიცოცხლისთვის...
მახსოვს მაშინ, - Facebook-ის ალგორითმი გეგმურად ლამობდა ამუშავებას ავადმოსაგონარი 2021 წლის 16 სექტემბრიდან ერთ თვეში. მას უნდა შეეხსენებინა ვირტუალური სამყაროსთვის ჩემი ამქვეყნად გაჩენის თარიღი... ვიფიქრე, - "რა დროს ჩემი დაბადების დღეა, ან რა გამიკეთებია ცხოვრებაში აღნიშვნის ღირსი?! ნიკო აღარ არის!" არ ვიცი საკუთარ თავზე იყო მიმართული პროტესტის ამდაგვარი განცდა თუ - ღვთისადმი, უსამართლობისადმი... ალბათ, - ყველას და ყველაფრისადმი! და მეც მომენტალურად შევზღუდე ჩემი ე.წ. Profile Info ამ ნაწილში. მას შემდეგ, სულ რამდენიმე ადამიანს თუ გაახსენდება ჩემი დაბადების დღე და მეც კმაყოფილი ვარ ამით.
ამჯერად, რა ვთქვა, ან როგორ მივულოცო?! თუმცა, ბარსელონაში დაბადებული ქართველი ევროპელისთვის კარგად გასაგებ ენაზე ვიტყვი, რომ - I will make visits to his grave for the rest of my life! 🖤
7