საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი დიდ ეკრანებზე

8
21 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა!
საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩი განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშნელობისაა, ქარულ ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი მოიპოვოს ეროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზური და ქართული ფეხბურთს ლეგენდარული სანახაობა აჩუქოს. 
მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სტადიონზე, 21 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. 
ფეხბურთელების გარდა, სტადიონზე კიდევ ერთ, საქართველოსთვის არანაკლებ საამაყო სპორტსმენს, ილია თოფურიას ვიხილავთ, რომელიც მის მსოფლიო ჩემპიონობას ქართულ აუდიტორიასთან ერთადაც აღნიშნავს. 
მოლოდინი და საგულშემატკივრო სულისკვეთება უკვე უმაღლეს გრადუსს აღწევს! სასიხარულოა, რომ ბილეთების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, სტადიონს მიღმა დარჩენილ ადამიანებსაც აქვთ შესაძლებლობა ამ ისტორიული მომენტის სრულფასოვანი მონაწილეები გახდნენ: 

საქართველო-ლუქსენბურგის მატჩის ტრანსლაცია დიდ ეკრანზე დაგეგმილია:  

"ბაზარი ორბელიანზე" - თბილისი, ვ.ვეკუას 3ა
თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე
ქუთაისში — თეთრ ხიდთან
ბათუმში - ევროპის მოედანზე
8