მეამბოხე მთვარე

5
დღის მიწურულს, მსურს, ერთი ახალი ფილმის შესახებ გითხრათ იმათ, ვისაც ჯერ არ გინახავთ, ხოლო ვინც ნახეთ, საინტერესო იქნება მოსაზრებების მოსმენა 🎬
"მეამბოხე მთვარე" - ფანტასტიკა გახლავთ, რომელიც საკმაოდ სასიამოვნოდ სანახავია.
შესაძლოა, შინაარსი დიდი ვერაფერი, მაგრამ გაგიქრობთ კოსმოსთან დაკავშირებულ სხვა ფილმებში პლანეტებსა თუ ბუნებრივ თანამგზავრებზე მოგზაურობის სიმწირის განცდას.
რაც შეეხება შინაარსს, ჩემი აზრით, ოდნავ ბანალური სცენარი აქვს:
მოქმედება ვითარდება გალაქტიკაში, რომელსაც მართავს იმპერიალისტური "დედა-სამყარო".
იგი ანადგურებს ყველას და ყველაფერს.
ამჯერად კი, ერთ-ერთ პლანეტაზე ფერმერთა დასახლებასთან გადაიკვეთება, ეს დასახლება კი, რომელშიც "დედა-სამყაროს" ყოფილი მეომარიც ცხოვრობს, თავის გადასარჩენად სხვა პლანეტებზე მცხოვრებ ცნობილ მეომრებთან გაერთიანებას დაიწყებს.
ჰო, რატომ ბანალური?
იმიტომ რომ, ადამიანები ისევ ერთმანეთს ებრძვიან.
მოკლედ, "ბნელი ტყის" ჰიპოთეზა in action.
ამ ჰიპოთეზაზე 𝙁𝙋-ს სტატიას იხილავთ აქ
ფილმის პირველი ნაწილი გასული წლის დეკემბერში გამოვიდა, მეორე კი წელს, აპრილში გამოვა.
🎞️ "მეამბოხე მთვარე" / Rebel Moon.
5