1994 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა სერიალი "მეგობრები", რომელიც დღემდე აქტუალურია. ერთ-ერთი პერსონაჟი იყო ჩენდლერ ბინგი(მეთიუ პერი), რომელმაც თავისი იუმორის გრძნობითა და ცინიზმით მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა, თუმცა ცოტა ადამიანმა თუ იცის მისი შემსრულებლის რთული ცხოვრების შესახებ.
მეთიუ პერის ცხვორება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ძლიერად დაშავდა, რის გამოც ექიმმა ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკები გამოუწერა. დანიშნული პრეპარატი ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა, რამაც მეთიუს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ალკოჰოლიზმით შეპყრობილ მსახიობს მოუწია ნარკოტიკებთანაც ებრძლოა, რაც არცთუ ისე მარტივი აღოჩნდა.
პერის ძალიან დაეხმარნენ კოლეგები, განსაკუთრებით კი ყველასათვის საყავრელი ჯენიერ ენისტონი. სერიალის გადაღებების დასაწყისში მეთიუს მოსწონდა ჯენიფერი, თუმცა ამის შესახებ არავისთვის უთქვამს. მას შემდეგ რაც ჯენიფერმა და ბრედ პიტმა ურთიერთობა გაასაჯაროეს, პერისთვის ყველაფერი უფრო გართულდა. გულგატეხილმა მსახიობმა ამ ინფორმაციის შემდეგ განსაკუთრებით დაკარგა კონტროლი და მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. თუმცა ეს ყველაფერი მალევე შეამჩნიეს და ადამიანი, რომელმაც ყველაფერი პირდაპირ უთხრა ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა, რაც წლების შემდეგ მეთუმ თავის წიგნში მოყვა და აღნიშნა, რომ ჯენიფერის ეს ქმედება ძალიან დაეხმარა სწორ გზაზე დაბრუნებაში.
ერთ-ერთ ინტერვიუში მეთიუმ აღნიშნა, რომ მას არასდროს უნახავს სერიალი. მსახიობმა, რომელმაც შექმნა ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი, დღემდე ვერ ახერხებს ეკრანზე საკუთარ თავს უყუროს. მან ასევე ისაუბრა ჩენდლერის გარეგნულ ცვლილებეზე. თუ გაქვთ სერიალი ნანახი, აუცილებლად შემაჩნევდით, რომ რამდენიმე სეზონში მეთიუ ძალიან გამხდარია, ხოლო რამდენიმე სეზონში წონას იმატებს. "წონის სწრაფი დაკლება ეს ნარკოტიკების ბრალი იყო, ხოლო მომატება ალკოჰოლის"- აღნიშნა მეთიუმ.
უფრო დეტალურად თუ გსურთ გაიგოთ მეთიუ პერის ცხვორებაზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი წიგნი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი.