მეისონ მარჯიელას შთამბეჭდავი შოუ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

9
პარიზის მაღალი მოდის კვირეული Maison Margiela-ს გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტურ შოუმ დახურა. კოლექცია გახლდათ მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინერის, ჯონ გალიანოს შემოქმედება.
მნიშვნელობანია, რომ შოუ თავიდან ბოლომდე თეატრალურ დადგმას ჰგავდა. კოსტიუმები, მაკიაჟი, განათება, გარემო, მოდელების პერფორმანსი ერთიანობაში დრამატურგიას ქმნიდა. 
საკულტო მომენტებით სავსე შოუს დასასრულიც შთამბეჭდავი ჰქონდა. 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტურ კოლექციის ბოლო ლუქი ინგლისელმა მსახიობმა,  გვანდოლაინ კრისტიმ მოირგო და ჯონ გალიანოს ტრიუმფალური შოუ ამით დახურა. 
კრიტიკოსისების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო ის პერფორმანსი და ის დრამა, რაც თანამედროვე მოდას ძალიან აკლია. გალიანო კი იმ გენიოსებს შორისაა, რომელიც თავისი შემოქმედებით მუდმივად ახერხებს საზოგადოების აღტაცებას. 
გთავაზობთ ლუქებს შოუდან:
9