⬇️მელანქოლიური პოეზიის მეფე❤️

10
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.
    "მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
    ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
    ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
    ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე."
      და აწრიალებს სულს უშენობა
      მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები
      ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
      ყველა სიზმარში მე მეფერები...”
      .ალბათ მოვა დრო შენც აინთები ახლა დარდების მძიმე წუთია…
      მეც მიცინია მეც მყვარებია ახლა რეკავენ სულ სხვა ზარები..
      , , სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის, სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც...“
      გარეთ ღამეა და გულში სიცხე,
      ჩემი ფიქრები შენთან არიან.
      თითქო სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებ,
      ვარ ჩუმად მარტო და მიხარია.
      .
      "ძვირფასო ახლა მითხარი რა გსურს,
      მე შენ მოგეცი უწინ პირობა.
      შენ იგონებდი შორეულ წარსულს
      და როიალი ჩვენზე ტიროდა".
      .მიხარია ეს ობლობა დღესაც
      და საღამოს დავიღლები მწარედ.
      მარტო ვზივარ და ვუცქერი ზეცას,
      ოდნავ მოსჩანს ფოთლებიდან მთვარე.
      10