მენეჯერები მოქმედებენ წესებით, ლიდერები კი-სწორად

0
კარგი მენეჯერები აუცილებლად კარგი ლიდერები ყოველთვის ვერ ხდებიან და კარგი ლიდერებიც ცუდი მმართველები შეიძლება აღმოჩნდნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საერთო მახასიათებლების მიუხედავად, რაც, ძირითადად ადამიანური ( და შესაბამისად, ორგანიზაციის რესურსების ) გაძღოლის საჭიროებაა, ეს ორი საქმე ერთი და იგივე არ არის.
როგორც უორენ ბენისმა და ბარტ ნანუსმა 1985 წელს შენიშნეს ''მენეჯერები წესებით მოქმედებენ, ლიდერები კი სწორად''.ლიდერები მათ გარემოცვას, კონკრეტულ გარემოს, ხედვისა და სტრატეგიიის მეშვეობით ''იპყრობენ''. ამ სტრატეგიების ეფექტიანად დანერგვა უკვე მენეჯერების პასუხისმგებლობაა.
ეფექტიანი მართვა კომპანიისა თუ ორგანიზაციის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია. მართვა ბევრ რამეზეა დამოკიდებული: პროცესზე, დაგეგმარებასა და ბიუჯეტირებაზე ასევე სტრუქტურირებასა და კადრების უზრუნველყოფაზე. დავალებებზე, რომლებიც ორგანიზაციას საქმის კეთების საშუალებას აძლევს. როგორც არ უნდა კარგად გაუძღვე ორგანიზაციას, მენეჯმენტის გარეშე კომპნია არაორგანიზებულ ქაოსში ჩაეფლობა. თუმცა მართვა არ არის ლიდერობა და ის კომპანიას ახალი მიმართულებით ვერ წაიყვანს.
მტკიცე ლიდერობა
1990 წელს ჯონ კოტერი ამტკიცებდა, რომ ლიდერობა ხშირად მშფოთვარე, არასტაბილურ პერიოდში ცვლილებებთან შეგუებისა და ორგანიზაციის ხედვის განვითარებისთვის იყო საჭირო, რომელსაც ლიდერები შემდგომ გუნდის დანარჩენ წევრებს გადასცემენ და მომსახურე პერსონალს, განსაკუთრებით მენეჯერებს, მოტივაციას უმაღლებენ რათა მათ შეძლონ შესაძლო ცვლილებებისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება.
''კარგად გაძღოლა'' ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უნდა გააბედნიერო. მოწონება და წარმატება ხშირად არ დადიან მხარდამხარ. ისეთი ღრმად პატივცემული ლიდერების, როგორიცაა General Electric (GE) - ის ჯეკ უელჩი, Apple-ის სტივ ჯობსი და New York Times-ის ჯილ აბრამსონი პირდაპირი, ხისტი და ხანდახან უხეში ლიდერობის სტილით კარგად არიან ცნობილნი.
გაურკვევლობის წინაშე მყოფმა ლიდერებმა სიმამაცე უნდა შეინარჩუნონ და მტკიცედ უნდა დაიცვან საკუთარი ბიზნესხედვა. ლიდერობა ნიშნავს, გააფართოვო ადამიანის ხედვა, მისი შრომითი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანო და მისი ინდივიდუალურობა საზღვრებს გარეთ გამოიტანო.
@Feedc
#feedcgrantproject
0