საერთაშორისო ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა წარმატებით ამოიცნო მეორე რანგის ლეიტენანტი გილბერტ ჰალდინ მაიერსი 🙌🏼
• 80 წლის წინ, ამერიკულ ბომბდამშენს გილბერტ ჰალდინ მაიერსი მართავდა, როდესაც იგი სიცილიაში, იტალიაში ჩამოაგდეს.
კატასტროფის შემდეგ, მაიერსი ვერსად იპოვეს და გაუჩინარებულად ჩაითვალა.
დღეს, 80 წლის შემდეგ, სასამართლო ექსპერტიზის წყალობით, მაიერსის იდენტიფიცირება წარმატებით განხორციელდა.
თვითმფრინავი, რომელშიც 27 წლის მაიერსი და აშშ-ის საჰაერო ძალების ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, 1943 წლის ივლისში, კუნძულ შაკას აეროდრომიდან დაახლოებით 0.8 კილომეტრში ჩამოვარდა, ბორტის ვერცერთი წევრი გადარჩა.
სწორედ ეს რეგიონი მოექცა ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფის ყურადღების ცენტრში.
ისინი კონფლიქტების დროს დაღუპულთა ამოცნობასა და აღდგენას ცდილობენ.
ჯგუფმა მიწიდან ამოღებული ადამიანის ნაშთები და თვითმფრინავის ნაწილები DPAA ლაბორატორიაში გაგზავნა, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ლაბორატორიად ჩონჩხების იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
აქ, სასამართლო ანთროპოლოგებმა ჩაატარეს დნმ-ს ტესტირება და ჯგუფის მიერ აღმოჩენილ მტკიცებულებებთან ერთად, როგორიცაა პირადი ნივთები, დაადასტურეს, რომ ნაშთები მართლაც მაიერსისაა.
მაიერსი 10 ნოემბერს ფლორიდაში დაკრძალეს.