მექსიკაში უძველესი პირამიდა ნანგრევების გროვად იქცა

2
ამინდის ექსტრემალური მოვლენები და ზღვის დონის მატება საფრთხეს უქმნის უძვირფასეს კულტურულ მემკვიდრეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 😐
• 29 ივლისის ღამეს, 15-მეტრიანი კვადრატის ფორმის ძეგლი მოულოდნელად ჩამოინგრა.
პირამიდის ერთი კედლის ჩამონგრევის მიზეზად უწყვეტი წვიმა სახელდება.
პირამიდა მიჩოაკანის სამეფოს ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ძეგლი იყო.
ის მდებარეობს იუაციოში, შესანიშნავად შემონახულ არქეოლოგიურ ადგილას, რომელიც ასევე მოიცავს სხვა პირამიდას, კოშკს ან ციხეს და რამდენიმე სამარხს.
ამ ადგილზე მხოლოდ ერთი პირამიდაა დაზიანებული, მაგრამ ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პირამიდის სულ მცირე 6 დონეა ავარიული, მათ შორის გარე კედელი, ცენტრალური სტრუქტურა და საყრდენი კედელი.
ივლისში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის პიკი იყო.
ძლიერ წვიმას თან ახლდა ჭექა-ქუხილი, რამაც ქვეყანაში პრობლემები გამოიწვია.
მექსიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშინელი გვალვა მძვინვარებდა.
ნალექმა იმდენად იყო მოკლებული, რომ რამდენიმე ტბა მთლიანად დაშრა.
ჭარბა ნალექმა გვალვა დაასრულა, თუმცა წარმოქმნა სხვა პრობლემები.
მაღალმა ტემპერატურამ, რომელიც წვიმებამდე ფიქსირდებოდა, ისტორიულ ნაგებობებში ბზარები გააჩინა, რის გამოც, ძლიერი წვიმისას, წყალმა შიგნით შეღწევა მოახერხა და პირამიდის კედლის კოლაფსი გარდაუვალი გახდა.
ესეც კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი.
  მომზადებულია Sciencealert-ის თანახმად.  
2