მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების 100%-ით შეჩერება ერთი დარტყმითაა შესაძლებელი

5
UC Berkeley-ს მკვლევართა ჯგუფმა მოიფიქრა პრობლემის გადაჭრის რადიკალური და მარტივად ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელსაც, მათი თქმით, შეუძლია კლიმატის კრიზისის ერთი დარტყმით დაძლევა.
როგორც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია აღწერილი, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შეგვიძლია გავაშენოთ მცენარეები, რომლებიც ჰაერიდან ზედმეტ ნახშირბადს ბუნებრივად შთანთქავენ, შემდეგ კი ამ მცენარეებს ბიოინჟინერულ ნაგავსაყრელებზე დავმარხავთ, რომლებიც მარილის დახმარებით მშრალად შენარჩუნდებიან.
აღნიშნული მეთოდი იქნება არსებული პროცესის ახალი სახე, რომელსაც აგროსეკვესტრაცია ჰქვია. 
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პროექტის საკმარისად დიდ მასშტაბზე განხორციელებამ შეიძლება მოგვიტანოს უზარმაზარი შედეგები.
» „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სათანადო პროექტს შეუძლია კლიმატის კრიზისის 100%-ით გადაჭრა გონივრულ ფასად“,- თქვა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა ელი იაბლონოვიჩმა. 
,,თუ პროექტი გლობალურ მასშტაბებზე განხორციელდება, ნახშირბადის სეკვესტრირების ამ მეთოდს შეუძლია ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მიმდინარე და წინა წლების ემისიების ჩამორეცხვა,"- დასძინა ელიმ.
აგროსეკვესტრაციას აქვს ერთი დიდი ნაკლი: 
დამპალი ბიომასა იშლება, გამოიყოფა ნახშირორჟანგი და მეთანი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირბადის მთლიან რაოდენობას, რომელიც ამ მიდგომის წყალობით ინახება.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მარილის დამატებით და სრული გამოშრობით შეაჩერებენ ბიოლოგიური ნაგავსაყრელის დაშლის პროცესს, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ბიოლოგიური ნაგავსაყრელი უხრწნელად „ათასობით წლის განმავლობაში".
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მშრალი ბიომასის თითოეულ მეტრულ ტონას შეუძლია უსაფრთხოდ გაანადგუროს დაახლოებით ორი ტონა ნახშირორჟანგი(CO2), რაც უზარმაზარი ეკოლოგიური სარგებელია.
მკვლევრებმა აღნიშნეს მეთოდის გარკვეული ხარვეზებიც:
მუდამ ცვალებადი ტენიანობის გათვალისწინებით, ამ მასშტაბების ბიოლოგიური ნაგავსაყრელის მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნება რთული იქნება, რადგან ამისათვის დაგვჭირდება დიდი რაოდენობით მარილი, რომლის მოპოვებაც რთულია.
» „ნებისმიერ ერთ გადაწყვეტილებაზე მეტისმეტად დაყრდნობა მორალური რისკია“,- წერენ მკვლევრები.
„საზოგადოებამ კვლავაც უნდა გააგრძელოს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება, მზისა და ქარის სისტემების განვითარების, კიდევ უფრო მეტის დამონტაჟებისა და ენერგიის დაზოგვით."

facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5