მეცნიერები ამბობენ, რომ მაიას ცივილიზაციის კოლაფსის მიზეზს მიაგნეს და იგი გაფრთხილებასავით ჟღერს

5
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მაიაპანი - მაიას ხალხის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩვ. წ. 1220-1440 წლებში - შესაძლოა გვალვას გაენადგურებინა 🔥
• მკვლევრების აზრით, ეს გვალვა გამოიწვევდა სამოქალაქო კონფლიქტს, რაც, თავის მხრივ, მოიტანდა პოლიტიკურ კოლაფსს.
შემდეგ კი ხალხი გადავიდოდა პატარა და უსაფრთხო დასახლებებში.
Sciencealert-ის თანახმად, 2022 წლის კვლევა არა მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციის შემცველია ამ უძველესი ხალხის ისტორიის შესახებ, არამედ არის ჩვენი გაფრთხილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ სწრაფად მოახდინოს ზეწოლა ყველაზე ჩამოყალიბებულ და აყვავებულ ცივილიზაციებზეც კი.
» „არაერთი მონაცემთა წყარო მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო კონფლიქტი მნიშვნელოვნად გაღვივდა და განზოგადებულ-ხაზოვანი მოდელირება აკავშირებს ურბანულ არეულობას გვალვასთან“, - წერენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის ივლისში.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხანგრძლივმა გვალვამ გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია კონკურენტ ფრაქციებს შორის, მაგრამ შემდგომი ადაპტაცია აჩვენებს სიმტკიცეს რეგიონული მასშტაბით, რამაც უზრუნველყო მაიას პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების არსებობა ევროპელებთან კონტაქტამდე (ჩვ.წ. მე-16 საუკუნის დასაწყისში.)", - დასძინეს მკვლევრებმა.
• გუნდს უკვე ჰქონდა ბევრი ისტორიული მონაცემი, რომლებზეც მუშაობდა და მათ ადამიანების ნაშთებიც შეემატა, რომლებზეც აღინიშნებოდა დაზიანებები, რაც მიუთითებდა კონფლიქტზე.
გაჩნდა თანაფარდობები გაზრდილ ნალექსა და რეგიონში მოსახლეობის ზრდას შორის და ნალექის შემდგომ შემცირებასა და გაზრდილ კონფლიქტებს შორის.
ამრიგად, მკვლევრების აზრით, ჩვ.წ. 1400-1450 წლებში, ხანგრძლივმა გვალვამ, სავარაუდოდ, მაიაპანის დაცარიელება გამოიწვია.
კვლევის ვარაუდით, წყლის ნაკლებობა გავლენას მოახდენდა სასოფლო მეურნეობასა და სავაჭრო მარშრუტებზე, რაც დაამძიმებდა მაიაპანის მოსახლეობის პირობებს.
რაც უფრო მწირი ხდებოდა საკვები, ხოლო ვითარება უფრო სახიფათო, ხალხი ან იღუპებოდა ან იშლებოდა.
მკვლევრები იუწყებიან, რომ ქალაქის მიტოვებამდე გათხრილ უკანასკნელ მასობრივ საფლავში, ნაშთებიდან ბევრი სავარაუდოდ ეკუთვნოდა სახელმწიფოს მეთაურების ოჯახებს, რაც სისხლიანი დასასრულის მანიშნებელია, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური კონკურენციითა და სოციალური არეულობით.
ადამიანის რეაქცია მკაცრ გარემო პირობებზე, როგორიცაა გვალვა, აშკარად კომპლექსურია და განსხვავდება რეგიონისა და ეპოქის მიხედვით.
როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რატომ მოიქცა ისტორიული მოსახლეობა ისე, როგორც მოიქცა, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა აიწონოს და დაბალანსდეს.
ხალხის მიგრაცია იუკატანის ნახევარკუნძულის სხვა ნაწილებში, მათ შორის აყვავებულ სანაპირო ქალაქებსა და პოლიტიკურად დამოუკიდებელ დასახლებებში, დაეხმარა მაიას კულტურის კვლავ აყვავებას მაიაპანის დაცემის შემდეგ - და სანამ ესპანეთის მმართველობა დაიწყებოდა, ამ რეგიონებს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ძალიან მცირე და უმნიშვნელო მტკიცებულებები არსებობენ.
ეს არის მტკიცებულება ,,ადამიანის გარემოსთან ადაპტაციის მძლავრი სისტემის შესახებ", - ამბობენ მკვლევრები, მაგრამ ადაპტაცია მხოლოდ გარკვეულწილად შეიძლება დაგვეხმაროს.
ახლა, იგივე რეგიონები, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, კვლავ კლიმატის კრიზისის წინაშე დგანან.
Image: Bradley Russell 
5