ჩვენი რადიოგადაცემები ,,აუცილებლად გამოჩნდება, როგორც ხელოვნური" 🛸
• მიუხედავად იმისა, რომ ცას მუდმივად ვასკანერებთ, რათა არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ნიშნები არ გამოგვეპაროს, ჯერჯერობით, დედამიწის მიღმა სიცოცხლე ვერ ვიპოვეთ.
მეცნიერებს ამის ასახსნელად რამდენიმე თეორია აქვთ.
Futurism-ის ცნობით, 1950 წელს, იტალიელმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ენრიკო ფერმიმ ხაზი გაუსვა შეუსაბამობას, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია სიცოცხლე და აშკარა ალბათობა იმისა, რომ ის არსებობს, სადღაც დაუსრულებელ სამყაროში.
მაგრამ, იქნებ არასწორად ვუყურებთ ამ ყველაფერს?
ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობს, რომ უცხოპლანეტელებმა უკვე შეგვამჩნიეს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათ შესახებ.
პირველი: თუ ინტელექტუალური არამიწიერი სიცოცხლე ნამდვილად არსებობს, მას ჩვენი აღმოჩენა არ გაუჭირდება.
საუკუნეზე მეტია, კაცობრიობა თავდაუზოგავად ავრცელებს რადიოსიგნალებს კოსმოსში.
როგორც
BBC იუწყება, ეს განსაკუთრებული ინტენსივობით ხდებოდა 1900 წლიდან, მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში, როდესაც რადიოგადამცემებს უწევდათ მძლავრი სიგნალების გამოცემა შედარებით პრიმიტიული მიმღებებისთვის.
შემდეგი არის კოსმოსური ხომალდების ის სიმრავლე, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ მზის სისტემაში და მის ფარგლებს გარეთ (NASA-ს Voyager 1-ი და Voyager 2 - თითოეული აღჭურვილია გადამცემით).
ამ წლის დასაწყისში, ჰოვარდ აიზექსონმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომმა, აღმოაჩინა, რომ "ვოიაჯერების" მოგზაურობები ტექნიკურად, 2300 წლისთვის, 1000-ზე მეტ ვარსკვლავს ჩვენი არსებობის შესახებ "მოახსენებენ".
» ,,სიგნალი აუცილებლად ხელოვნური გამოჩნდება”, - განუცხადა მან BBC-ს და დასძინა, რომ სულ რაღაც რვა წელიწადში, ჩვენთან უახლოეს ვარსკვლავს ექნება საკმარისი დრო, რომ მიიღოს ჩვენი სიგნალები და უკან დააბრუნოს შეტყობინება.
• რადიოგადაცემების გარდა, უცხოპლანეტელმა ასტრონომებმა შეიძლება შეგვამჩნიონ იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც ადამიანები იყენებენ ახლომდებარე ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად.
და თუ ასეა, ისინი შეძლებდნენ დედამიწის ატმოსფეროს გაანალიზებასა და თხევადი ოკეანეების აღმოჩენას და ივარაუდებდნენ მათში სიცოცხლის არსებობას.
სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უცხოპლანეტელებს ასევე შეუძლიათ ჩვენი დაფიქსირება ქალაქის განათების მიერ გამოსხივებული ნატრიუმის მეშვეობით.
ვინაიდან, იგი განვითარებული ცივილიზაციის მაუწყებელია.
სამეცნიერო ფანტასტიკა დიდი ხანია უცხოპლანეტელების დედამიწაზე სტუმრობას დამღუპველი შედეგების თანხლებით განიხილავს.
მეცნიერები კამათობენ იმაზე, უნდა გამოვავლინოთ თუ არა აქტიური ძალისხმევა (შესაძლო)უცხოპლანეტელების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით.
შეიძლება გვიანიცაა, რადგან უცხოპლანეტელებმა უკვე შეგვამჩნიეს, მაგრამ არჩიეს, რომ მათი არსებობის შესახებ მხოლოდ თავად სცოდნოდათ.
არადა, კაცობრიობას როგორ სურს მათი ხილვა - ნუ, სიცოცხლის რაიმე ფორმის მაინც, გარდა დედამიწაზე არსებულისა.