მეცნიერებმა მარსის შიგნით სითბოს რადიოაქტიური წყარო აღმოაჩინეს

4
ციურიხის (შვეიცარია) ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა მარსის ქერქის სისქეც დაადგინეს 🙌🏼
• Nasa-ს ორბიტერის, Mars InSight-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვლევრები მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე: პლანეტის სიღრმეში წარმოქმნილი სითბოს მთავარი წყარო, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში რადიოაქტიური ელემენტების დაშლის შედეგია, როგორებიცაა თორიუმი და ურანი.
რეალურად ეს ნიშნავს, რომ წითელი პლანეტის შიდა ნაწილი საოცრად ჰგავს დედამიწას, რომელიც ასევე ნაწილობრივ ეყრდნობა სითბოს, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლისას წარმოიქმნება, გარდა მისი წარმოშობის დღიდან დარჩენილი ენერგიისა, რათა შენარჩუნდეს ბირთვის ჯოჯოხეთურად ცხელი ტემპერატურა.
გუნდმა InSight-ის სეისმომეტრის მიერ ყველაზე ძლიერი მიწისძვრის დროს მიღებული მონაცემები გააანალიზა.
სეისმური ტალღები საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ მარსისთვის სამჯერ შემოეარა, იტყობინება ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოიუნ კიმი, სეისმოლოგი ციურიხის გეოფიზიკის ინსტიტუტიდან.
როგორც ახალ ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი, რომელიც ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა, გუნდმა ეპიკური მიწისძვრის მონაცემები მარსის ქერქის სისქის დასადგენად გამოიყენა და ცხადყო, რომ სისქე საშუალოდ 41-დან 57 კილომეტრამდეა (26-დან 35 მილამდე).
» „ეს ნიშნავს, რომ მარსის ქერქი გაცილებით სქელია, ვიდრე დედამიწის ან მთვარის“, - თქვა კიმმა.
პატარა პლანეტურ სხეულებს უფრო სქელი ქერქი აქვთ, ვიდრე დიდებს.
ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა, რომ წითელი პლანეტის ქერქის სიმკვრივე ჩრდილოეთ დაბლობებსა და სამხრეთ მაღლობებში იყო ერთი და იგივე, რაც, კიმის თქმით, ,,ძალიან საინტერესო" აღმოჩენაა, რომელიც ,,ბოლოს უღებს გრძელვადიან სამეცნიერო დებატებს მარსის ქერქის წარმოშობისა და სტრუქტურის შესახებ."

ყველაზე საინტერესო ალბათ ისაა, რომ ამ კვლევის შედეგები ასევე ხსნის იმას, თუ როგორ შეძლო პლანეტამ სითბოს გამომუშავება მილიარდობით წლის განმავლობაში.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ სითბოს გამომწვევი რადიოაქტიური ელემენტების ნახევარი აღმოაჩინეს მარსის ქერქში, რამაც შეიძლება ახსნას ,,დნობის ლოკალური ზონები" პლანეტის შიგნით, რაც შესაძლოა გასაოცარი მინიშნებაა წითელი პლანეტის გეოლოგიური საიდუმლოებების ამოსახსნელად.
Image: Futurism
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
4