მთვარეზე ტელესკოპის აგება მხოლოდ დროის ამბავია 🌕🔭
• კაცობრიობამ ტელესკოპები ეზოებსა თუ შორეულ მთებზე აშენა, კოსმოსშიც კი გავუშვით.
ჩვენი ტექნოლოგიების ყოველი წინსვლისას, ვაკეთებთ საოცარ და მოულოდნელ აღმოჩენებს სამყაროს შესახებ.
ახლა კი, ობსერვატორიების მშენებლობაში შემდეგი წინსვლის ჯერია.
ამჯერად კი მთვარის ერთ-ერთი კრატერი იქნება ჩვენი ტელესკოპის მასპინძელი.
დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ტელესკოპის განთავსება ახალი იდეა არ არის.
NASA-მ უკვე დააფინანსა კვლევა მთვარის კრატერის რადიოტელესკოპისთვის (LCRT).
"აპოლოს" მისიების დროს, ასტრონავტებმა მთვარეზე რეფლექტორები განათავსეს, რათა ასტრონომებს მთვარემდე მანძილის გაზომვა მილიმეტრებში მოეხერხებინათ.
ScienceAlert-ის თანახმად, ArXiv-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში ავტორები აჯამებენ რამდენიმე ცნობილ იდეას და ასევე წარმოადგენენ ახალ კონცეფციას, რომელსაც ჰიპერტელესკოპს უწოდებენ.
ვინაიდან, სასურველი კონცეფცია უკვე არჩეულია, გთავაზობთ მას:
მთვარის ჰიპერტელესკოპი გამოიყენებს სარკის მასივს, როგორც მთავარი სარკე კრატერის ზედაპირის გასწვრივ.
შემდეგ, დეტექტორების ჯგუფის ჩამოკიდება შესაძლებელი იქნება ფოლადის ბაგირზე, ისევე როგორც "არესიბოს" ობსერვატორიის დეტექტორები.
(ჰო მართლა, ამ თემაზე და "არსიბოს" ტელესკოპის მარცხის შესახებ ვიდეო შეგიძლიათ 𝙁𝙋-ს "
რილსებში" მოიძიოთ)
იმის გამო, რომ დიდი სარკეები სულაც არ არის აუცილებელი, ტელესკოპის მშენებლობა შედარებით მარტივდება.
სარკეები განთავსდება კრატერის ერთ მხარეს, ხოლო ინსტრუმენტები მეორე მხარეს.
ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან დიდი ფოკუსური მანძილი, თუმცა ტელესკოპის დაკვირვების დიაპაზონი შეზღუდული იქნება.
გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, სარკეებზე მტვერი დაგროვდება, რაც აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარეს გაცილებით ნაკლები სეისმური აქტივობა ახასიათებს ვიდრე დედამიწას, მას მაინც შეუძლია გავლენა მოახდინოს სარკეებისა და დეტექტორების ორიენტაციაზე.
სამუშაოები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და, რა თქმა უნდა, გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები მშენებლობის მიღმაც, რომლებიც უნდა დავძლიოთ, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი, თუმცა ის ფაქტი, რომ სასურველი კონცეფცია უკვე გამოვლენილია, იმედის მომცემია, რომ მთვარეზე კაცობრიობას ტელესკოპი უახლოეს წლებში ექნება.