დავიწყოთ იმით, რომ ლევიათანი ლეგენდური ზღვის ურჩხული ან გველეშაპია 🤔
✦ ანტარქტიკის ირგვლივ წყლებში, ათწლეულების წინ, ადამიანებმა უცნაური ხმა გაიგონეს: განმეორებითი ხმაური, რომელიც იხვის ხმას წააგავდა, ოღონდ იხვი რომ გიგანტური ყოფილიყო.
ეგრეთ წოდებული "ბიო-იხვის" (Bio-Duck) 1960 წელს პირველად მოხსენების შემდეგ, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ ამ ხმაურის წარმომავლობა და მიზეზი.
ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული პასუხი ამაზე, მაგრამ ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ რაც არ უნდა გამოსცემდეს ამ ხმას, ეს არის საუბარი.
» „აღმოვაჩინეთ, რომ ოკეანის სხვადასხვა ადგილას ჩვეულებრივ რამდენიმე განსხვავებული "დინამიკი" იყო და ყველა მათგანი ამ ხმებს გამოსცემდა“, - ამბობს ოკეანეების შემსწავლელი მეცნიერი როს ჩეპმანი.
,,ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ როდესაც ერთი ლაპარაკობდა, სხვები ჩუმად იყვნენ, თითქოს ისინი უსმენდნენ მას.
შემდეგ პირველი შეწყვეტდა საუბარს და უსმენდა სხვების პასუხებს."
ოკეანეები ძალიან მასშტაბური, ძალიან ღრმა და ძალიან რთული შესასწავლია ადამიანებისთვის.
ხშირად ამბობენ, რომ მარსის შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ზღვის ფსკერის შესახებ.
ამრიგად, გასაკვირი არ არის, რომ იქ ისეთი რაღაცებია, რაც ჩვენ არასდროს გვინახავს.
"ბიო-იხვი" პირველად ანტარქტიკის წყლებში დაფიქსირდა, მოგვიანებით კი ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე.
ამ ამოუცნობი ხმების ახსნა საბოლოოდ 2014 წელს იყო მზად: მეცნიერებმა შეძლეს ბგერის დაკავშირება ანტარქტიკის ე.წ. მინკეს ვეშაპებთან (Balaenoptera bonaerensis).
ვეშაპები გამოსცემდნენ ხმებს, რომლებიც "ბიო-იხვის" ხმის ჩანაწერების მსგავსი იყო.
როგორც ჩეპმენი ამბობს, საქმე ამით არ დახურულა.
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ირგვლივ, სხვა ოკეანეებში ჩაწერილი მსგავსი ხმები ჯერ არ არის დაკავშირებული ცხოველებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში მინკეს ვეშაპებთან, ან შეიძლება იყოს სხვა ვეშაპისებრი სახეობა, რომელიც "ბიო-იხვის" მსგავს ხმებს გამოსცემს.
მაშინაც კი, თუ ეს ხმაური მინკეს ვეშაპებს ეკუთვნით, მაინც საიდუმლოდ რჩება.
ჩვენ არ ვიცით ხმაურის მიზანი.
მაგრამ, ჩეპმენი შედარებით დარწმუნებულია, რომ ჩანაწერები, რომლებიც მან და მისმა გუნდმა გააანალიზეს, არის ერთმანეთში საუბარი და ამ საუბრის მიზანიც უცნობია.
» ,,ეს ყოველთვის პასუხგაუცემელი საკითხი იყო ჩემს გონებაში”, - ამბობს ჩეპმენი.
„შესაძლოა ისინი საუბრობდნენ სადილზე, შესაძლოა მშობლები ესაუბრებოდნენ შვილებს, ან, იქნებ, ისინი უბრალოდ კომენტარს აკეთებდნენ იმ გემზე, რომელიც წინ და უკან გადაადგილდებოდა და თან დაჰქონდა გრძელი თოკი“.
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.