მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური კვალის გასაოცარი სურათი მოიპოვეს

6
სურათზე აღიბეჭდა მაგნიტური ველები, რომლებიც ირმის ნახტომის სუპერმასიური შავი ხვრელის Sagittarius A*-ის ირგვლივაა 🙌🏼🤩
✦ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა და გაზომა Sagittarius A*-ს (Sgr A*) ჩრდილის პოლარიზაციის ეფექტი.
საინტერესოა ის, რომ გაზომვები გვიჩვენებს მაგნიტური ველის სტრუქტურას, რომელიც ერთადერთი სუპერმასიური შავი ხვრელის ჩრდილის მსგავსია, რომელიც ოდესმე უშუალოდ აღბეჭდილა - საუბარია გალაქტიკა Messier 87-ის შავ ხვრელზე, M87*-ზე.
» „რასაც ახლა ვხედავთ არის ძლიერი, დაგრეხილი და ორგანიზებული მაგნიტური ველების არსებობის მტკიცებულება ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის მახლობლად“, - ამბობს ასტროფიზიკოსი სარა ისონი ჰარვარდისა და სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან.
,,Sgr A*-ს აქვს M87*-ის მსგავსი პოლარიზაციის სტრუქტურა და ჩვენ გავიგეთ, რომ ძლიერი და ორგანიზებული მაგნიტური ველები გადამწყვეტია იმის გაგებაში, თუ როგორ ურთიერთქმედებენ შავი ხვრელები მათ ირგვლივ არსებულ გაზთან და მატერიასთან."
შავი ხვრელების ფოტოების მოპოვება არ არის უბრალო საქმე.
Sciencealert-ის თანახმად, Event Horizon (EHT) ტელესკოპის დახმარებით, წლების განმავლობაში გროვდებოდა მონაცემები, რათა Sgr A*-სა და M87*-ის გამოსახულებები შექმნილიყო.
შემდეგი ნაბიჯი გახლავთ მონაცემების ინტერპრეტირება, რათა გაირკვეს, თუ როგორ მუშაობენ სუპერმასიური შავი ხვრელები.
» „შავი ხვრელების მახლობლად არსებული გავარვარებული გაზის პოლარიზებული შუქის გადაღებით, ჩვენ პირდაპირ ვასკვნით მაგნიტური ველების სტრუქტურასა და მათ სიძლიერეს, რომლებიც გაჟღენთილი არიან გაზისა და მატერიის ნაკადებით, რომლითაც შავი ხვრელი იკვებება და უკან გამოდევნის“, - ამბობს ჰარვარდისა და სმიტსონის ასტროფიზიკოსი ანჯელო რიკარტე.
„პოლარიზებული შუქი ბევრად მეტს გვასწავლის ასტროფიზიკის, გაზის თვისებებისა და მექანიზმების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნებიან შავი ხვრელის იმ მომენტში, როდესაც იგი იკვებება“.
• კვლევის შედეგები ცხადყოფენ ძლიერ მაგნიტურ ველს, რომელიც ბრუნავს მშვილდოსანი A*-ის (Sagitarius A*) გარშემო და ასევე ირგვლივ არსებულ მტვრის ღრუბელში.
ეს მაგნიტური ველი საოცრად ჰგავს M87*-ის მაგნიტურ ველს - სუპერმასიური შავი ხვრელის პირველი ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს და აღუბეჭდავს.
» „ორი შავი ხვრელის მაგალითის გათვალისწინებით - ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მასებითა და განსხვავებული მასპინძელი გალაქტიკებით - მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ სად თანხმდებიან და არ თანხმდებიან ისინი ერთმანეთს“, - ამბობს ფიზიკოსი მარიაფელიცია დე ლორენტისი, ნეაპოლის უნივერსიტეტიდან.
„რადგან ორივე მათგანი მიგვითითებს ძლიერ მაგნიტურ ველებზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ამ ტიპის სისტემების უნივერსალური და შესაძლოა ფუნდამენტური მახასიათებელი.
ამ ორ შავ ხვრელს შორის ერთ-ერთი მსგავსება შეიძლება იყოს ჭავლი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ M87*-ის საკმაოდ აშკარა სურათი გაგვაჩნია, ჯერ ვერ ვიპოვნეთ იგი (ჭავლი) Sgr A*-ში“.
[ჭავლი - გასაოცარი ფენომენი, როდესაც მაღალი ენერგიის ნაწილაკები ჩქარდებიან თითქმის სინათლის სიჩქარემდე და შემდეგ გამოიდევნება (ამ შემთხვევაში შავი ხვრელიდან) ვიწრო, ფოკუსირებული ნაკადებით.]
6