მეცნიერებმა ჰაიტიზე სამი სავარაუდო ზომბის ტვინი დაასკანერეს

3
ჰაიტიზე ყოველწლიურად 1000-მდე ზომბის შესახებ ხდება ცნობილი 🤐
ვიცი, საკმაოდ, საკმაოდ უცნაური და წარმოუდგენელია, მაგრამ, მოდით, მენიერების დახმარებით გავარკვიოთ თუ რა ხდება ჰაიტიზე👇🏼
• ჩვეულებრივ, მკვდრეთით აღმდგარნი არ მონაწილეობენ კლინიკურ კვლევებში, თუმცა მეცნიერებმა სამი სავარაუდო ზომბის ტვინის აქტივობის გაზომვა მოახერხეს.
გამოძიება დაიწყო ტრიოს ვინაობის გასარკვევად, რომლებზეც ადგილობრივებმა თქვეს, რომ დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და მკვდრეთით დაბრუნდნენ.
ჰაიტის ვუდუს რწმენის თანახმად, მიცვალებულთა სულები ზოგჯერ შეიძლება დაიპყრონ ჯადოქრებმა, რომლებსაც ბოკორები ეწოდებათ.
შემდეგ კი ამ სულებს გამოიყენებენ ახალი ცხედრების ზომბებად გადაქცევისთვის.
ისინი ჰაიტის სოფლის ხეივნებში ხშირად შეიმჩნევიან, რის გამოც ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობა რეგულარულად მიმართავს.
როგორც ირკვევა, ყოველწლიურად ათასამდე ზომბს ამჩნევენ.
როგორც უკვე გითხარით, მკვლევრებმა სამი ასეთი შემთხვევა ელექტროენცეფალოგრაფიისა და დნმ-ის ტესტირების მეთოდით გამოიკვლიეს, რათა აშკარა მოსიარულე გვამების რაციონალური ახსნა ეპოვათ.
პირველ კვლევაში მონაწილეობა მიაღებინეს ქალს, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ სამი წლის შემდეგ, იგი ოჯახის წევრებმა შენიშნეს, რომლებმაც სახეზე დამახასიათებელი ნიშნის გამო იცნეს.
ამის შემდეგ, ადგილობრივმა სასამართლომ ქალის საფლავის გახსნის ნება გასცა და ქვებით სავსე აღმოჩნდა.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ „ქალს თავი დახრილი ჰქონდა და უკიდურესად ნელა და მძიმედ გადაადგილდებოდა, თანაც ხელებს ძლივს ამოძრავებდა“.
ასევე, ქალს არ შეეძლო კომუნიკაცია, ,,მაგრამ ხანდახან რაღაც გაუგებარ და სტერეოტიპულ სიტყვებს ჩურჩულებდა".
მიუხედავად ქალის აშკარა ზომბირებისა, მკვლევრებმა თქვეს, რომ მისი „ელექტროენცეფალოგრამა და ცენტრალური ნერვული სისტემის კვლევის შედეგი არაფრითაა გამორჩეული“.
მისი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კვლევის ავტორებმა დაადგინეს კატატონიური შიზოფრენიის სავარაუდო დიაგნოზი, მაგრამ არ შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ აღდგა ქალი მკვდრეთით.
სპეკულაციური ახსნა: მკვლევრები განმარტავენ, რომ ქალი შესაძლოა საერთოდაც არ მომკვდარა, სამაგიეროდ შესაძლოა „ნეიროკუნთოვანი ტოქსინით“ მოიწამლა, რაც არ არის გამორიცხული, რომ ბოროტი ბოკორების ნამოქმედარი იყოს.
აღნიშნული ტოქსინი იწვევეს კატალეფსიას, მთელი სხეულის ან კიდურების გაშეშებას, რამაც შესაძლოა ახლობლებს აფიქრებინა, რომ ქალი გარდაიცვალა.
დაკრძალვის შემდეგ კი, ბოკორებმა დამარხული ქალი საფლავიდან მანამდე დაიხსნეს, სანამ გონს მოვიდოდა, ხოლო საფლავში ჟანგბადის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვია ტვინის დაზიანება, რაც ხსნის ზომბების მსგავს ქცევას.
კვლევის შემდეგი მონაწილე 26 წლის მამაკაცი იყო, რომელიც "მამლების ორთაბრძოლაზე" შენიშნეს დაკრძალვიდან 19 თვის შემდეგ.
ამ შემთხვევაში, მამაკაცის ბიძა დამნაშავედ ცნეს ჯადოქრობის გამოყენებაში მამაკაცის ზომბირებისთვის.
კლინიკურმა გამოკვლევებმა ზებუნებრივი შედეგი უარყო და მამაკაცს ტვინის ორგანული სინდრომი და ეპილეფსია დაუდგინდა.
რაც მთავარია, დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცი არ იყო იგივე ადამიანი, რომელიც 19 თვის წინ გარდაიცვალა, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ზომბირების ვერსია.
ანალოგიური შეემთხვა 31 წლის ქალსაც, რომელიც 13 წლის გარდაცვლილად მიიჩნეოდა.
სამედიცინო კვლევამ ამ შემთხვევაშიც იგივე თქვა.
ამ ბოლო ორი მაგალითის ერთად განხილვისას, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ „ნათესავების მიერ მიტოვებული, მენტალურად დაავადებული ადამიანის არასწორი იდენტიფიცირება ყველაზე სავარაუდო ახსნაა“.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
3