მე ვხატავ ქაშვეთს!

12
დღეს დიდი მხატვარი ლადო გუდიაშვილი იუბილარია.
თავდაპირველად, ქაშვეთის მოხატვის თაობაზე პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივა მეტად ექსტრავაგანტურად და არარეალურადაც კი ჟღერდაო, იხსენებენ თანამედროვენი.
მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა ჩანაფიქრი სინამდვილედ აქცია; სულ რაღაც ცხრა თვეში მოამზადა ტაძრის მთლიანი მოხატულობის პროგრამა, შექმნა ესკიზები, შეიმუშავა ტექნოლოგია და მოხატა ტაძრის საკურთხევლის მთელი ფართობი; მაგრამ შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოები შეჩერდა, ხელოვანი კი კრიტიკისა და დევნის ობიექტად იქცა.
გუდიაშვილისთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ამბავს, მაგრამ, ფარული მუქარის მიუხედავად, გადაწყვიტა, ტაძარი მაინც მოეხატა. 
იმისი არ იყოს : ”ის მაინც ბრუნავსო”
დიდმა მხატვარმა, შეძლო, გაბედა და შესძახა:
„ნინა, ნინა, მე ვხატავ ქაშვეთს!“ – ამბობს ქ-ნი ჩუქურთმა.
12