მე-20 საუკუნის კარიკატურები

8
1901 წლიდან “ცნობის ფურცელში” თბილისისა და სხვა ქალაქების თვითმმართველობის საქმიანობაზე კარიკატურები და შარჟები ქვეყნდებოდა.
კარიკატურების უმეტესობა ოსკარ შმერლინგს ეკუთვნის, რომელიც ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი იყო.
ქართულ პრესაში კარიკატურის გამოჩენას მეოცე საუკუნის პუბლიცისტი სოციალ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი "დიდ სენსაციას" უწოდებს.
"სურათებიან დამატებას დიდძალი ხალხი ყიდულობდა...ხშირად პროვინციებიდან გვთხოვდნენ ამ და ამ დღისთვის საინტერესო კრება იქნება, იუმორისთვის მდიდარი მასალაც მოსალოდნელია და გამოგვიგზავნეთ შმერლინგიო".
8