მზის სრული დაბნელებისას, NASA სამ რაკეტას გაუშვებს

5
3 რაკეტა, 3 დაკვირვება 🚀
✦ 8 აპრილს, მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილებს ჩრდილში მოაქცევს, რა დროსაც NASA უჩვეულო ოპერაციას ჩაატარებს.
Futurism-ი იტყობინება, რომ ამ ხანმოკლე სიბნელისას, "ნასა" სამ რაკეტას იმ მიზნით გაუშვებს, რომ გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს ეს ციური მოვლენა ჩვენს ატმოსფეროზე.
ამ სამი სუბორბიტალური უეკიპაჟო რაკეტიდან ერთი დაბნელებამდე 45 წუთით ადრე გაეშვება, მეორე დაბნელების განმავლობაში და მესამე დაბნელებიდან 45 წუთის შემდეგ.
თითოეული მათგანი ეცდება მოაგროვოს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სრული დაბნელება იონოსფეროზე, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაზე.
ამ დროს, იონოსფეროს ნაწილაკები უჩვეულო ქცევას ავლენენ, რაც გამოწვეულია მზის სინათლის უცებ გაქრობით.
» „ეს არის ელექტრული რეგიონი, რომელიც გავლენას ახდენს რადიოსიგნალებზე და სატელიტურ კომუნიკაციებზე სიგნალების გავლისას“, - თქვა არო ბარჯატიამ, ემბრი-რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობს მისიას.
„იონოსფეროს გააზრება და მოდელირება, რაც გვეხმარება დარღვევების პროგნოზირებაში, გადამწყვეტია მზარდ საკომუნიკაციო საშუალებებზე დამოკიდებული სამყაროს შეუფერხებლად მუშაობისთვის“.
• მზის დაბნელება იონოსფეროს ექსტრემალური ცვლილებების წინაშე მხოლოდ რამდენიმე წუთით აყენებს.
ეს რეგიონი, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 80-დან 482 კილომეტრამდეა გადაჭიმული, განიცდის სწრაფ ცვლილებებს:
ის ჯერ თბება და ექცევა ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენის ქვეშ, შემდეგ კი მოულოდნელად კარგავს ამ ენერგიას და შემდეგ ისევ სწრაფად "იბომბება" მისით.
დღის განმავლობაში, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ატმოსფეროში ნაწილაკებს მუხტავს, რაც აიძულებს მათ ელექტრონები დაკარგონ.
ღამით, ეს ნაწილაკები მშვიდდებიან, იბრუნებენ ელექტრონებს და კვლავ ნეიტრალური ხდებიან.
დაბნელების დროს, ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება, რაც იონოსფეროში ტალღებს წარმოქმნის.
ამ ტალღებს შეუძლიათ რადიო და სატელიტური სიგნალების არევა.
NASA-ს რაკეტები მიაღწევენ მისიისთვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ სიმაღლეს, 418 კილომეტრს და გაზომავენ ნეიტრალური და დამუხტული ნაწილაკების სიმკვრივეს.
თითოეული რაკეტა ოთხ პატარა ინსტრუმენტს გამოათავისუფლებს, რათა მეტი მონაცემების შეგროვება მოხერხდეს, რაც აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი რაკეტის გამოყენების ანალოგიურ შედეგებს მოგვიტანს.
ყველა ეს მონაცემი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რა ემართება ატმოსფეროს, როდესაც უცებ ბნელდება მზის დაბნელების გამო.
ცნობისთვის, მზის სრული დაბნელება 2024 წლის 8 აპრილს იქნება და მისი ნახვა ჩვენთვის შესაძლებელი იქნება პირდაპირი ეთერის მეშვეობით.
პირდაპირი ეთერის შესახებ უფრო მეტს ბმულზე გაიგებთ. 
5