მთვარისკენ მიმავალი ხომალდი დაიკარგა

6
  კონტროლზე პასუხისმგებელი ჯგუფის ერთ-ერთი ვარაუდით, ხომალდი მთვარეს შეეჯახა😐
• ვაშინგტონი: კონტროლერებმა დაკარგეს კონტაქტი იაპონური კომპანიის მიერ წარმოებულ დასაჯდომ მოდულთან, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რამაც გამოიწვია შეშფოთება და წარმოიშვა მოსაზრება, რომ კოსმოსური ხომალდი ბოლო წამებში ჩამოვარდა.
HAKUTO-R M1 მთვარის დასაჯდომი მოდულია, რომელიც ტოკიოში დაფუძნებულმა კოსმოსურმა კომპანიამ შექმნა.
მთვარეზე, ატლასის კრატერის რეგიონში ხომალდის დაშვება, ჩვენი დროით, 25 აპრილის 20:40-ზე იყო დაგეგმილი.
დაჯდომისას მოდული წარმატებით ინარჩუნებდა კომუნიკაციას მაკონტროლებელ ჯგუფთან.
იგივეს ადასტურებს კომპანიის ვებ-ტრანსლირებისას ნაჩვენები ტელემეტრიაც (რაიმე სიდიდის შორი მანძილიდან გაზომვისა და ამ გაზომვის შედეგების გადაცემის სისტემა).
დაგეგმილი დაშვებიდან 25 წუთზე მეტი ხნის შემდეგ, კომპანიამ აღიარა, რომ დაშვება ჩაიშალა.
» ,,ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვადასტურებთ წარმატებულ დაშვებას მთვარის ზედაპირზე,” - თქვა ტაკეში ჰაკამადამ, ISpace-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი თქმით, მაკონტროლებელი ჯგუფი კოსმოსურ ხომალდთან დაჯდომის პროცესის "დასრულებამდე" იყვნენ კავშირზე.
მოდულს ბორტზე ჰქონდა ტვირთის მარაგი, როგორც კომპანიების, ასევე მთავრობების.
მათ შორისაა Rashid-ი, მთვარის პატარა როვერი, რომელიც შემუშავებულია მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრის მიერ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ასევე, "მთვარის ტრანსფორმერი რობოტი", რომელიც იაპონიის კოსმოსურ სააგენტო JAXA-ს ეკუთვნოდა.
გარდა ამისა, კამერები და სადემონსტრაციო ტექნოლოგიები.
როგორც ჰაკამადამ განაცხადა, მოდულის თერმორეგულაციის სისტემაში და კომპიუტერებში დაფიქსირდა ანომალიები, მაგრამ კომპანიამ მალევე შეძლო ამ პრობლემების მოგვარება.
ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა, თუ რა დაემართა დასაჯდომ მოდულს და, ამავდროულად, ISpace მუშაობს კიდევ ერთ მოდულზე, რომელსაც დაკარგულის დიზაინი ექნება.
ცნობისთვის, მოდული გაშვებულ იქნა გასული წლის 11 დეკემბერს, Falcon 9-ის მეშვეობით.
6