მითი და რეალობა #3 თქვენს ეკრანებზე! 🦸🏼

3
შავი ხვრელები სამყაროს მტვერსასრუტებადაც მოიაზრებიან ხოლმე, მაგრამ, რეალურად, მთლად ასეც არ არის.
მითი და რეალობა #3 თქვენს ეკრანებზე! 🦸🏼
ობიექტები ძალიან ახლოს უნდა იყვნენ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან, რათა გრავიტაციულმა ძალამ მათი დაჭერა და მიზიდვა შეძლოს.
თუ ჩვენი მზის ადგილას მზის მასის მქონე შავი ხვრელი იქნებოდა, ჩვენი პლანეტის ორბიტა უცვლელი იქნებოდა.
არაფერი შეიცვლებოდა მერკურისთვისაც (მზესთან უახლოესი პლანეტა).
✦ დეტალები მოვლენათა ჰორიზონტზე.
შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი შავი ხვრელის მიმდებარე ტერიტორიაა, საიდანაც ვერაფერი აღწევს თავს, სინათლეც კი.
ყველაფერი, რაც მოვლენათა ჰორიზონტს კვეთს, შეუქცევადად შეისრუტება შავ ხვრელში.
ამ საზღვრის შიგნით გრავიტაციული ძალა იმდენად ძლიერია, რომ თავის დასაღწევად ობიექტმა სინათლის სიჩქარეს უნდა გადააჭარბოს, რაც ფიზიკის კანონების მიხედვით, შეუძლებელია.
თავად მოვლენათა ჰორიზონტი არ ასხივებს სინათლეს, რაც მას უხილავს ხდის.
3