მიმდინარე კვირა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კრიტიკული იყო

4
ასტრონავტებმა კოსმოსურ კაფსულაში გადაინაცვლეს, რათა მზად ყოფილიყვნენ ISS-ის დასატოვებლად 🤐
✦ ეს იყო საკმაოდ პრობლემური კვირა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის (ISS).
პირველ რიგში, ღია კოსმოსში გასვლა გაუქმდა, რადგან წყალმა გაჟონა და მთელ ჰერმეტულ სექციას მოედო.
შემდეგ, ასტრონავტებს მოუწიათ თავი შეეფარებინათ კოსმოსური ხომალდისთვის, რადგან დაფიქსირდა პოტენციურად საშიში კოსმოსური ნარჩენების სადგურთან მიახლოება.
IFLScience-ს თანახმად, ნამსხვრევების მიზეზი უფუნქციო სატელიტის დაშლა გახდა.
Resurs-P1 იყო რუსული სატელიტი, რომელიც დედამიწაზე დაკვირვებისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებდა 2021 წლამდე, სანამ ოპერირებას შეწყვეტდა ბორტზე არსებული აღჭურვილობის გაუმართაობის გამო.
ის არ იყო შექმნილი კოსმოსიდან დედამიწაზე დასაბრუნებლად, ამიტომ უნდა გაეგრძელებინა მოძრაობა ორბიტაზე, სანამ საბოლოოდ დაკარგავდა სიმაღლეს და დაიწვებოდა ატმოსფეროში, თუმცა ოთხშაბათს (26 ივნისი) სხვა რამ მოხდა: სატელიტი 100-ზე მეტ ნამსხვრევად დაიშალა.
თითოეული ნამსხვრევის ორბიტა ძალიან ახლოს იყო ISS-თან, სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა ასტრონავტებისა და კოსმონავტების კაფსულაში ევაკუირება.
სატელიტების მონიტორინგის სამსახურის, LeoLabs-ის ცნობით, სატელიტის 180 ნამსხვრევის მონიტორინგი მოხერხდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ რიცხვი გაიზრდება.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამ გამოიწვია სატელიტის უცაბედი დაშლა და LeoLabs-ი იმედოვნებს, რომ მიზეზი მალე გაირკვევა.
შესაძლოა, ფურგონის ზომის Resurs-P1-ის დაშლა სხვა ნამსხვრევის სატელიტთან შეჯახებასაც გამოეწვია.
ეს უკანასკნელი შემთხვევა კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ შესაძლოა მალე კესლერის სინდრომთან გვქონდეს საქმე.
აღნიშნული გახლავთ კოსმოსური ნარჩენების კასკადის ჩამოყალიბება, რომელიც იწვევს სხვა ნარჩენების გაჩენას.
საბოლოოდ კი, ვიღებთ გარკვეულ რეგიონს, რომელიც ხელმიუწვდომელი ხდება.
ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ სატელიტებს დეორბიტაციის საშუალება გააჩნდეთ, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.
4