მინდა ვიყო დიდი, რომელსაც ახსოვს რომ ოდესღაც ბავშვი იყო..

9
ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.პატარა უფლისწული ის ბიჭია ბავშვობაში ცაში რომ დავეძებდით, ვარსკვლავებს რომ ვაკვირდებოდით და მისი ვარსკვლავის პოვნას ვცდილობდით…დიდებს ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!მაშ ასე, „პატარა უფლისწული“ მშობლებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარ შვილებში დაფარული ნიჭები.არსებობს წიგნი ყველასათვის - დიდებისა და პატარებისათვის, 🙂 მხიარულებისა და მოწყენილებისთვის , ბეჯითებისა და ზარმაცებისთვის, რეალისტებისა და მეოცნებეებისთვის - ეს წიგნი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწულია". სცადეთ და წაიკითხეთ იგი ხმამაღლა - თქვენი ოჯახის წევრების გასაგონად - უფროსი ძმაც, უმცროსი დაიკოც, დედაც, მამაც, ბაბუაც, ბებიაც, შემთხვევით შემოსწრებული მეზობელიც კი იპოვიან ამ წიგნში იმას, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ და უყვართ.„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი – თვალით უხილავია“.. ჰო, მთავარი უხილავია..
9