მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის

0
მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ყურადღებას არ იმსახურებს.
"არ ვიცი, რამდენად ღირს ამის სერიოზული კომენტირება. ერთს ვიტყვი - მობეზრებული სერიალის ერთ- ერთი ახალი სერიასავით არის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, არ იმსახურებს”, - განაცხადა სარჯველაძემ.
0