მკვდარი ვარსკვლავი სიცოცხლეს იბრუნებს - მოვლენა, რომელიც ასტრონომებს აქამდე არასდროს უნახავთ

4
„ვერავინ ვერაფერს ამბობდა. ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს მსგავსი რამ - თავდაპირველი აფეთქებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ასეთი სწრაფი და ინტენსიური სიკაშკაშე..."⭐💥
• როგორც ჩანს, შორს მდებარე ვარსკვლავი, სიკვდილის შემდეგ, გაცოცხლდა და ენერგიის განმეორებით ნაკადებს რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიტყორცნიდა.
Space.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის ყოველი გამოტყორცნა მხოლოდ რამდენიმე წუთიანია, ისინი ისეთივე კაშკაშა და მძლავრია, როგორც ეს თავდაპირველ ეტაპზე, ვარსკვლავის სუპერნოვაში გადასვლისას (აფეთქებისას) იყო.
მოვლენა იშვიათი ტიპის ვარსკვლავური კატაკლიზმია, რომელსაც ეწოდება "luminous fast blue optical transient"-ი ან LFBOT-ი.
ეს კონკრეტული კატაკლიზმა დედამიწიდან დაახლოებით მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ოფიციალურად AT2022tsd-ი ეწოდა.
გარდა ოფიციალური სახელისა, მოვლენას მისმა აღმომჩენებმა მეტსახელად "ტასმანიელი ეშმაკი" შეარქვეს.
LFBOT-ები მასიური ვარსკვლავის ტიპიურ აფეთქებებზე ბევრად უფრო კაშკაშა სინათლეს წარმოქმნიან და უფრო სწრაფად ქრებიან სიკვდილის შემდეგ, რამდენიმე დღეში.
ეს ექსტრემალური მოვლენები პირველად 2018 წელს აღმოაჩინეს.
მოვლენა, რომელიც მსოფლიოს 15-მა სხვადასხვა ტელესკოპმა შენიშნა, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ LFBOT-ების ძრავა შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი უნდა იყოს.
» „არ ვფიქრობთ, რომ რამე სხვამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი აფეთქებები“, - თქვა ანამ, კვლევის წამყვანმა ავტორმა და კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომიის ასისტენტ პროფესორმა.
,,ამან დაასრულა მრავალწლიანი კამათი იმის შესახებ, თუ რა აძლევს ძალას ამ ტიპის აფეთქებას და ხსნის უჩვეულოდ პირდაპირ მეთოდს ვარსკვლავური გვამების აქტივობის შესასწავლად.”
• "ტასმანიელი ეშმაკი" პირველად იდენტიფიცირებული იქნა ანას მიერ შემუშავებული პროგრამის გამოყენებით, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც სისტემამ გააანალიზა დაახლოებით ნახევარი მილიონი ცვალებადი ობიექტის შემცველი მონაცემები.
შემდეგ, LFBOT-ის რეგულარული მონიტორინგისას, 2022 წლის დეკემბერში იგი გაქრა.
მალევე, ანამ და მისმა კოლეგებმა მოვლენიდან მომდინარე სინათლის კიდევ ერთი კაშკაშა ნაკადი დააფიქსირეს.
ისიც მალევე გაუჩინარდა.
» „ვერავინ ვერაფერს ამბობდა. ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს მსგავსი რამ - თავდაპირველი აფეთქებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ასეთი სწრაფი და ინტენსიური სიკაშკაშე... ” - თქვა ანამ.
ანა და მისი კოლეგები აპირებენ გამოიკვლიონ პროცესები, რომლებიც იწვევენ სინათლის ამ ნაკადებს.
ამ ექსტრემალური მოვლენის წარმოქმნაში ამჟამინდელი მთავარი ეჭვმიტანილები მატერიის ნაკადები არიან, რომლებსაც მართავს შავი ხვრელის მაგნიტური ველი და გამოდევნის მათ თითქმის სინათლის სიჩქარით.
ასევე შესაძლებელია, რომ LFBOT-ები შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოიქმნებოდნენ.
Main Image: NASA/JPL-Caltech
4