მოლაპარაკების ტიპები

11
"გადარჩება ის ვინც, სწრაფად ადაპტირდება." სწორედ ამიტომ მე დღეს შემოგთავაზებთ იმ ინფორმაციებს, რომლებიც გამოგადგებათ სწრაფ ადაპტირებასა და თვითეფექტურობის გაზრდაში. წინა სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ მოლაპარკების ხელოვნებაზე, ახლა დროა განვიხილოთ ის კონკრეტული სტრატეგიები, რაც დაგვეხმარება უფრო პრაქტიკული რჩევებისა და ცოდნის მიღებაში. თავდაპირევლად თხრობას დავიწყებ სხვადასხვა მოლაპარკების სტილზე, რომელიც ნათლად დაგვანახებს სხვადასხვა სიტუაციებში როგორი ქცევა ან მიდგომა იქნება უფრო მომგებიანი.




ძირითადად გამოყოფენ მოლაპარკების 4 სტილს:
1. კონკურენტული სტილი - გამარჯვება/ წაგება (ადამიანები, რომლებიც მოლაპარკების ამ სტილს იყენებნ მოქმედებენ პრინციპით ყველაფერი ან არაფერი. შესაბამისად ისინი ან იგებენ ან აგებენ, ყოველგვარი კომპრომისებისა და დათმობების გარეშე);

2.თავის არიდება - არანაირი გარიგება ან წაგება / წაგება (ეს სტილი ძალიან გავს ზემოთ განხილულ მაგალითს, როცა ჩვენ ისევ მაქსიმუმზე ვართ ორიენტირებულნი და მინიმუმს გვირჩევნია არაფერი მივიღოთ);
3.კომპრომისული - შუა წერტილის მოძებნა ( ასეთ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს იპოვნოს ოქროს შუალედი და აბსოლიტური წაგების ნაცვლად მიიღოს რაღაც მაინც, ისე რომ არცერთი მხარე დარჩეს აბსოილტურად დაზარალებული);

4.კოლაბორაციონისტული - გამარჯვება/გამარკვება ( ამ შემთხვევაში ორივე მხარე გამოდის გამარჯვებული, ჩვენ შეჯიბრის ნაცვლად ორიენტირებული ვართ საერთო, საყოველთაო გამარჯვებასა და სარგებელზე).
რომელი სტილი, რა სიტუაციაშია უფრო მეტად გამოსადეგი თქვენთვის მომინდია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთ შევძლოთ ორიენტირება, ასევე გაგიზიარებთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მოლაპარკების სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება LIM - სტრატეგია:
L- like - ყველაზე სასურველი შედეგი;
I - intend - რეალისტური შედეგი;
M - must - მინიმუმი, რომელიც თქვენთვის მისაღებია.
ამ სტრატეგიის ცოდნა და გამოყენება დაგვეხმარება, ყველა მოლაპარლებიდან მაქსიმუმის თუ არა მინიმუმის მიღებაში. 

ახლა კი დროა გაგიზიაროთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩიხიდან გამოსვლაში:
• დათრგუნე შენი ეგო;
• შეანელე ტემპი;
• აღრიცხე შედეგები და უჩვენე ღირს თუ არა მიღწევების უგულვებელყოფა;
• გადაახტით საკითხს, რომელიც ჩიხს გიქმნით;
• შეცვალე გრაფიკი/მომლაპარაკებელი/შედეგის მიმართ ემოციური დამოკიდებულება;
• ფოკუსირდი WIN/WIN - ზე. 
და ბოლოს, როგორი მნიშვნელოვანი მოლაპარკებაც არ უნდა გვქონდეს გახსოვდეთ არაფერია ადამინურ ურთიერთობებზე უფრო ძვირფასი. "მიუხედავად შედეგისა, იზრუნე ურთიერთობებზე."
11