მომავლის ბიჭის საიდუმლო ოცნება

41
მე, გიორგიმ და ნიკომ ერთმანეთი პარიზში გავიცანით. სასტუმროში დათქმულ დროზე ადრე მოვიდა. სანამ გიორგის კონფერენციის დასრულებას ველოდით, დეტალურად მომიყვა Feedc-ის შექმნის ისტორია. "როცა ეს იდეა დამებადა, პირველი ჩემს ქართველ ნაცნობებს გავუზიარე. ძალიან ახლობლები პირდაპირ მეუბნებოდნენ არ გამოგივაო, ნაკლებად ახლობლები კი იდეას მიწონებდნენ, მაგრამ მიხსნიდნენ რატომ "არ გამომივა". არ დავუჯერე, შემოვიკრიბე რამდენიმე თანამოაზრე და დავიწყეთ Feedc-ის კეთება. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, გავა წლები და ჩვენი აპლიკაცია მსოფლიოს ტოპ ათეულში მოხვდება". 
არ გამოუვიდა? კი, გამოუვიდა.
უბრალოდ, ტოპ ათეულში შესვლამდე ვერ მიაღწია... ქართველებმა მოკლეს!
მერე ბევრი ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე, რომელიც Feedc-ს და საქართველოს უკავშირდებოდა.
"სწავლის დასრულებისთანავე დავბრუნდები საქართველოში. ხშირად ვფიქრობ, როგორ გაგვიმართლა ჩვენ, იმ მცირე პროცენტს ახალგაზრდების, ვისაც გვაქვს საშუალება ხარისხიანი განათლევა მივიღოთ. ბევრს ვფიქრობ იმ ბავშვებზე, ვისაც წარმოადგენაც კი არ აქვთ რა ხდება მსოფლიოში, სწორედ იმიტომ რომ მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ მიმართულებით. მინდა ისეთი პროექტები გავაკეთო, სადაც რეგიონებში მხცოვრები ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები".
ამ თემით აღფრთოვანება რომ შემატყო, გათამამდა და საიდომლოდ მისი ოცნებაც გამიმხილა.
"წლების შემდეგ, მინდა Feedc-ის ჰაბი გავხსნა წალენჯიხაში, იქიდან ვარ წარმოშობით. ეს იქნება თანამედროვე, პომპაქტური შენობა ბევრი ღია და დახურული სივრცეებითა და საუკეთესო გარემოთი. Feedc-ის სათავო ოფისსაც იქ გადავიტან. ეს იქნება არაფორმალური განათლების ცენტრიც. საუკეთესო ტრენერებს ჩამოვიყვან, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს. სკოლის მოსწავლეებს ვასწავლით ინგლისურს, პროგრამირებას და რაც მთავარია, მივცემთ საშუალებას წარმოდგენა შეექმნათ თანამედროვე პროფესიებზე, რათა უფრო გაუადვილდეთ სწორი არჩევანის გაკეთება. ბევრ მათგანს ჩვენთან დავასაქმებთ, დანარჩენებს კი დავეხმარებით შექმნან სერვის კომპანიები.. თანამედროვე სამყაროში ხომ ლოკაციას აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, პროდუქტი რასაც ბაზარს სთავაზობ იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. ხვალ, შეიძლება რომელი მე საერთაშორისო კომპანიას იყიდოს სერვისი, რომელსაც წალენჯიხიდან მიაწვდი და ეს სრულიად რეალისტურია.
ვფიქრობ, ეს არის რეგიონების განვიტარების სწორი გზა. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ სხვადასხვა კონცეფციის თითო ასეთი ცენტრი გააკეთოს თითო რეგიონში, როგორ განვითარდება ქვეყანა. შედეგს რომ დავდებთ, მერე ალბათ სხვებიც მოგვბაძავენ. მე მინდა წალენჯიხა გახდეს Role Model-ი. იცით, მჯერა რომ Every once in a while, a new technology, an old problem and a big idea turn into an innovation".
მთხოვა, არავისთვის გამემხილა მისი სამომავლო გეგმის ეს საიდუმლო ნაწილი. პირობა მივეციდა ვეხუმრე: "ამ მიმტანისთვის გამორთმეულ ფურცელს (რომელზეც ჩანიშვნებს ვაკეთებდი) შევინახავ და როცა Forbes List-ში შეხვალ, აუქციონზე გავყიდი-თქო".
ბევრი იცინა...
გააკეთებდა? კი, გააკეთებდა.
გამოუვიდოდა? კი, გამოუვიდოდა.
უბრალოდ არ დასცალდა, ქართველებმა მოკლეს....
41