"მომღიმარი კოსმოსი"

6
თქვენ წინაშე გალაქტიკათა გროვა SDSS J1038+48492-ია, რომელიც თითქოს გვიღიმის. 🙂
ორი კაშკაშა"თვალი" წარმოადგენს გალაქტიკებს SDSSCGB 8842.3-ს და SDSSCGB 8842.4-ს, ხოლო "სახის" და "ღიმილის" კონტურები გრავიტაციული ლინზირების შედეგია.
ამ ელემენტების გაერთიანება კი ქმნის "მომღიმარ სახეს".
„თვალები“ ​​შედგება ცალკეული გალაქტიკებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან დიდ მანძილზე მდებარეობენ.
ხოლო, მრუდი ხაზები განპირობებულია სინათლის გამრუდებით.
გრავიტაციული ლინზირება ხდება მაშინ, როდესაც სივრცეში განაწილებული მატერია (ამ შემთხვევაში გალაქტიკათა გროვა) ექცევა შორეულ წყაროსა (უკან მყოფი გალაქტიკა) და დამკვირვებელს შორის.
ამ მატერიას შესწევს იმის უნარი, რომ სინათლე დაამახინჯოს/გაამრუდოს, ანუ მოახდინოს მისი ლინზირება, როდესაც სინათლე დამკვირვებლისკენ მოდის.
"მომღიმარი კოსმოსი" ჰაბლის ტელესკოპის შემოქმედებაა. ✨️
გადმოსაწერად ხელმისაწვდომია "მომავლის პოსტის" კოსმოსურ გალერეაშიც.
6