მორევის გალაქტიკის ჩანახატის საოცარი მსგავსება რეალურ კადრთან

7
უილიამ პარსონსის (1800-1867) მიერ შესრულებული მორევის გალაქტიკის (M51) ჩანახატი. 🤩
უილიამი ირლანდიელი ასტრონომი და ტელესკოპების მშენებელი იყო.
მან გამოიყენა მის მიერ აშენებული გიგანტური ტელესკოპ რეფლექტორი, სახელწოდებით Corkstown Leviathan.
უილიამმა M51-ს "სპირალური ნისლეული" უწოდა.
მან არ იცოდა, რომ სპირალის ფორმის მბზინავი ობიექტი გალაქტიკა იყო.
მე-20 საუკუნემდე არავინ იცოდა, რომ M51 და მისი მსგავსი ციური ობიექტები გალაქტიკები იყვნენ.
როგორც სურათზე ხედავთ, M51-ს ჩანახატი, რომელიც უილიამს ეკუთვნის, საოცრად ჰგავს M51-ს რეალურ კადრს, რომელიც ჰაბლის ტელესკოპმა 2005 წელს გადაიღო.
M51 დედამიწიდან 31 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში მდებარეობს.
მისი ზომა ირმის ნახტომის ზომის დაახლოებით 88 პროცენტია, ხოლო სავარაუდო მასა 160 მილიარდი მზის ექვივალენტი მასაა.
7