მორევი | ფირფიტების ქართული ონლაინ მაღაზია, ლეიბლი და კოლექტივი

11
„მორევი“ (Morevi) ფირფიტების ქართული ონლაინ მაღაზია, ლეიბლი და კოლექტივია.
ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია წარსულის ნოსტალგია და თანამედროვე საზოგადოების „რეტრომანიისადმი“ მიდრეკილება, რამაც სტიმული მისცა "მორევის" ჩამოყალიბებას.
"მორევი" ფირფიტების მაღაზიაა, თუმცა მისი იდეა მხოლოდ ნივთების შეძენით არ განისაზღვრება, აქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და მუსიკა, სადაც შეძლებთ სასიამოვნოდ განიტვირთოთ კვირის ნებისმიერ დღეს და გაესაუბროთ თანამოაზრეებს.
პარასკევს, შაბათს ან კვირას კი აქ მოსულებს სპეციალური პროგრამაც შესაძლოა დაგხვდეთ.
როგორც ისინი ამბობენ, მათი მიზანია, იქცნენ ადგილად, სადაც მსმენელი კლუბში წასვლამდე მივა, გართობას, სოციალიზაციასა და მუსიკის მოსმენას შეძლებს.
📍ა.შანიძე 15
11