მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე

18
"ჭადრაკის ენაზე, დებიუტი მოგებულია"
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი, მინი-სერიალ "The Queen’s Gambit"-ის ერთ-ერთი მონაკვეთის გამო, გასული წლის სექტემბერში, შეიტანა. გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალის ფინალს, კერძოდ კი მის შესახებ ამ მონაკვეთში გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. კომენტატორი მატჩის მსვლელობისას, რომელსაც გაფრინდაშვილის პერსონაჟიც ესწრება, სერიალის მთავარი გმირის, ჰარმონის შესახებ შემდეგ ფრაზას ამბობს: "ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ მისი სქესია. თუმცა ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ."
"მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი.
გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს."- ნონა გაფრინდაშვილი 
18