მსაჯის როლი დებატებში

11
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა მოგება. მაგრამ მიუხედავად ამ იდეის გავრცელებისა და აღიარების ფართო არეალისა, ფაქტობრივად არ არსებობს შეჯიბრი, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული. ამ მხრივ, არც დებატები წარმოადგენს გამონაკლისს. იმისთვის, რომ გავიგოთ, დებატებში რომელმა გუნდმა მოიპოვა უპირატესობა არსებობს მსაჯთა კოლეგია. მსაჯების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს კენტი, რათა არ მოხდეს ხმების თანაბრად გაყოფა, რაც შეეხება უშუალოდ შეფასების სტრუქტურასა და ტექნიკას ამას ქვემოთ წარმოგიდგენთ.
მსაჯების მთავარი მოვალეობაა, დებატების დასრულების შემდეგ მისცენ ინდივიდუალური და ჯგუფური უკუკავშირი თითოულ სპიკერსა და გუნდს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა მოდებატეები მიხვდნენ საკუთარ გასაუმჯობესბელ მხარეებს და ამოიცნონ მათი ძლიერი მახასიათებლები. იმისათვის, რომ მსაჯების გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ობიექტური და რეალური ისინი იყენებენ ე.წ. "მსაჯის ბიულეტენს" , რომელშიც ასახულია სპიკერთა ინდივდუალური ქულები, ზოგჯერ კი კომენტარებიც. სწორედ ამ ქულების დაჯამების შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება გამარჯვებულებისა და ტოპ-სპიკერების გამოვლენის შესახებ. ჩვენ წინა სტატიებშიც აღვნიშნეთ, რომ დებატები არის გუნდური თამაში, მაგრამ მონაწილეებს არ უკარგავს არც ინდივდუალურ ღვაწლს. მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის გუნდი დამარცხებულია, თუმცა ამ გუნდის წევრი ხდება საუკეთესო მოდებატე ინდივიდუალური ქულებით. ასე, რომ არასდროს დაიხიოთ უკან და ყოველთვის გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი.ეს გუნდურ წარმატებასაც უზრუნველყოფს და ინდივიდუალურსაც. რაც შეეხება, მსაჯის ბიულეტენის ფორმას, არსებობს მრავლაგვარი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მსაჯი შესაბამისი ქულით აფასებს პრეზენტაბელურობას, ქეისის გამართულ სტრუქტურას, არგუმენტაციისა და მსჯელობის უნარს და რაც მთავარია დროის მართვას. დებატებში დროის მორჩენა ან გადაჭარბება ერთი და იგივე სიმძიმის შეცდომაა, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად აითვისოთ თქვენთვის გამოყოფილი დრო.
სტატიის ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ როგორც წესი მსაჯთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს შუეძლია თუ ინდივიდუალური უკუკავშირისას მიღებული ინფორმაცია არ აღმოცნდება საკმაირისი მსაჯს მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ თხოვოს უფრო დაწვრილებითი ახსნა-განმარტება. როგორც მოდებატე და როგროც მსაჯი გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და მოდებატისთვის საჭირო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დასახვეწად.


ამ სტატიით, ფაქტობრივად სრულდება კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების განხილვა. თუ თქვენ ახლა იწყებთ დებატების შესწავლას, მაშინ გილოცავთ თქვენ დგამთ პირველ ნაბიჯებს საოცარ სამყაროში, რომელიც მუდმივად შეგახსენებთ თავს და დიდი იმედი მაქვს, რომ სტატიების ეს სერია თქვენთვის იქნება დამხმარე რესურსი ამ სამყაროში თამამი და წარმატებული განცხადის გასაკეთებლად.




11