მსოფლიოს უძველესი ტყე კაიროში იყო, მაგრამ არა ეგვიპტეში

3
ალბათ, ამას ვერასდროს იფიქრებდით🌲😲
• დაივიწყეთ ამაზონი; დაივიწყეთ ინდოეთის ტყეები მათი ბუნებრივი ხიდებით; დაივიწყეთ მალაიზიის შორეული ტროპიკული ტყე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხეებით.
მსოფლიოს უძველესი ტყე კაიროში მდებარეობს, მაგრამ არა ეგვიპტის დედაქალაქში, არამედ ნიუ-იორკის პატარა ქალაქში.
IFLScience-ს თანახმად, ნიუ-იორკში, პატარა ქალაქ კაიროში, ქვიშაქვის კარიერის ფსკერზე მკვლევრებმა აღმოაჩინეს ხეების ქსელი, რომელიც, მათი აზრით, ოდესღაც დაახლოებით 400 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
ითვლება, რომ ეს უზარმაზარი ქსელი 386 მილიონი წლისაა, რაც მას მსოფლიოში უძველეს ტყედ აქცევს.
» ,,თქვენ უძველესი ხეების ფესვებზე დადიხართ", - განუცხადა Science-ს კარდიფის უნივერსიტეტის პალეობოტანიკოსმა დოქტორმა კრისტოფერ ბერიმ 2019 წელს.
,,კარიერის ზედაპირზე დგომით, შეგვიძლია ჩვენს წარმოსახვაში აღვადგინოთ ცოცხალი ტყე."
• ტყე 2019 წელს აღმოაჩინეს, როდესაც მკვლევრებმა დევონური პერიოდის ტყის 3000 კვადრატულ მეტრზე მეტის რუკა შეადგინეს.
მათ ასევე დაასკვნეს, რომ უძველეს ტყეში ორი სახის ხე იზრდებოდა: გვიმრის მსგავსი და არქეოპტერისი, ხე ტოტებითა და მწვანე ბრტყელი ფოთლებით.
მეცნიერები ასევე თვლიან, რომ შესაძლოა ხის მესამე სახეობაც აღმოაჩინონ, რომელიც დანარჩნი ორის მსგავსად, სპორებით მრავლდებოდა და არა თესლით.
ერთ ადგილზე, არქეოპტერის ხეების ფესვები 11 მეტრზე მეტი სიგრძის იყო.
ეს არის ფესვთა რთული სისტემების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც იზრდებოდნენ მცენარეების ზრდის პარალელურად და ჰქონდათ მრავალი განშტოება.
» „ჩანს, რომ ეს საკმაოდ ღია ტყე იყო, მცირე და საშუალო ზომის წიწვოვანი ხეებითა და მათ შორის იზრდებოდნენ აღნიშნული ხეები, რომლებიც შესაძლოა უფრო მცირე ზომისაც კი ყოფილიყვნენ“, - დასძინა ბერიმ.
• ამ ადგილზე ასევე იქნა აღმოჩენილი თევზის არაერთი ნამარხი, რამაც გუნდი მიიყვანა ვარაუდამდე, რომ ოდესღაც უზარმაზარი ტყე დატბორვის შედეგად განადგურდა.
ადრე უძველეს ტყედ მიიჩნეოდა გილბოას ტყე, რომელიც მდებარეობდა ახალი რეკორდსმენიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში, მაგრამ ითვლება, რომ ის დაახლოებით 2 ან 3 მილიონი წლით ახალგაზრდაა, ვიდრე კაიროში ნაპოვნი ტყე.
Image: EUREKALERT
3